#51969368 · 9 Jan 2018, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | როგორ ფიქრობთ როგორი უნდა იყოს ოჯახი რომ მას იდეალური ეწოდოს ? |
იდეალური ცოტა პრეტენზიული სიტყვაა. ცოლს და ქმარს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, პატივს სცემდნენ ერთმანეთს და ცხოვრებაში მთავარი ურთიერთსიყვარული და გაგება იყოს და მერე-სხვა დანარჩენი. ასეთ ოჯახს შეიძლება, რომ ვუწოდოთ შეხმატკბილებული და მოსიყვარულე.
აქ ბევრი საჭიროება ჩამოითვალა-ცალკე ცხოვრებაო, კარგი ფინანსური მდგომარეობაო, საერთო ინტერესებიო და სხვ. მაგრამ, კარგად გამართული ოჯახის ზუსტი რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს. გააჩნია, ვისთვის რა არის პრიორიტეტული. ხანდახან ცოლ-ქმარს ურჩევნია კიდეც, რომ მშობლებთან იცხოვრონ და მშობლები ეხმარებოდნენ ბავშვების მოვლასა და სხვა საქმეებში. ფინანსებზე ხომ-ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს. რაც შეეხება საერთო ინტერესებს-მთავარია, რომ ადამიანებს ესმოდეთ ერთმანეთის და პატივს სცემდნენ ერთმანეთის არჩევანს. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ერთი და იგივე მოსწონდეთ ყველაფერი. * * * salamander_r
QUOTE | ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, უბედური კი უბედურია თავისებურად. |
ავტორიც მიაწერე ბარემ RammShark1995QUOTE | რატომღაც ქართველები მიდრეკილნი ვართ ამ გარიგებით ქორწინებისკენ და ზოგადად ოჯახი იქმნებოდა არა სიყვარულით არამედ იმით თუ " ვინ ვისი შვილი " "ვის როგორი ოჯახი ჰქონდა " როგორ შესაძლებლობა ჰქონდა ამ ოჯახს" " დედა მამა როგორი იყო კონკრეტული პიროვნებების " , |
არანაირი მიდრეკილება. აბსოლუტურად ყველა ერში ხდებოდა. ბუმბერაზი კლასიკოსები მაინც გადაიკითხეთ, მათ შორის იმ კაცის წიგნებიც, ვისი ციტირებაც მოახდინა პატივცემულმა თანაჰუზერმა ზემოთ. ბევრგან ახლაც დიდწილად, გარიგებით ხდება ქორწინება. ანგარიშიანი ქორწინებები და გაკითხვები საერთოდ პატარა და ჩაკეტილი საზოგადოებებისათვის არის დამახასიათებელი. დასავლურ სამყაროში დღეს უკვე თავისუფალია საზოგადოება და მშობლებიც ვეღარ ერევიან შვილის არჩევანში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის კმაყოფილი არიან თავიანთი შვილის რჩეულით.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|