Optimer
Selcouth

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1933
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13
|
#51988477 · 12 Jan 2018, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა წაგვართვა ფორუმმა? მედალს ხომ ორი მხარე აქვს...
პრეამბულა: როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ, მოხსენება, პრეზენტაცია ან სხვა, ყოველთვის დიდ ხანს ვგეგმავ და ვალაგებ აზრებს. ბევრჯერ ვცვლი, რიტორიკას არ ვაკლებ, მაგრამ არ მახსოვს აქ, ფორუმზე რამე ნორმალური, ნაფიქრი დამეწეროს. ამის მიზეზზე ამ წამს დავფიქრდი, ალბათ იმიტომ რომ არ მგონია დიდი აზრი ჰქონდეს და რაიმე შემმატოს. ფორუმზე სერფინგის თითოეულ წამს სულ მქონდა შეგრძნება, რომ სასარგებლოს არაფერს ვაკეთებდი და დღემდე ასე ვარ, მაგრამ მაინც...
სულ მიჩნდებოდა შეკითხვა, რატომ ვკარგავ მნიშვნელოვან დროს, რატომ კარგავს ეს ხალხი უძვირფასეს დროს. თითოეული ფორუმელისთვის მინდოდა ეს კითხვა დამესვა და რაღაცნაირად გულის მოფხანვა მათი გამტყუვნებით, თუ რა თმა უნდა, მე მართალი ვიქნებოდი. : ) ამ პასუხისმგებლობით სავსე პოსტით ყველას მინდა მივმართო.
უშუალოდ პოსტი: დღეს, 21 საუკუნეა. დღევანდელი დღე ექსპონენციალურად განსხვავდება წინა დღისგან. ვითარდება როგორც y = x^2 და არა წრფივად. ტემპი გუშინ უფრო ნელი იყო ვიდრე ხვალ იქნება. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანები მას ვერ ვეწევით.
რადგან ფორუმზე ვართ, ინტერნეტზე, როგორც მედიუმზე ვილაპარაკებ. იმ ინტერნეტზე, რომლითაც ზღვა რაოდენობის ინფორმაციის მიღება/სწავლა არის შესაძლებელი.
ასე ვთქვათ ბერკეტია, რომელსაც არ ვიყენებთ, უბრალოდ ვფლანგავთ.
შენ, მას, მათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თვითგანვითარების საშუალებად. შენ, ის, ისინი ხართ ფორუმზე და კარგავთ ძვირფას დროს. (ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი კარგი რამ მოგცათ, მეგობრები, რაღაც ინფორმაცია, გასწავლათ რაღაც და ა.შ.), მაგრამ ამის ფასი გაცილებით ნაკლებია (მინიმუმ ჩემი აზრით) იმასთან შედარებით, რაც მე მინდა დაგანახოთ. (ეს მეც მეხება).
მე კითხვა მიყვარს, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვკითხულობ, იმდენს რომ ყველაფერს ფიზიკურად, კი, ფიზიკურად ვერ ვიღებ ხოლმე. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანის შესახებ ვიგებ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ შრომის და მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. განა რა აქცევს ოსტატს ოსტატად, თუ არა საკუთარ თავზე მუშაობა?
კი, მაგრამ, როგორ შეიძლება საკუთარ თავზე მუშაობად ფორუმზე პოსტვა ჩავთვალოთ? გულწრფელად დაფიქრდით, რამდენ საათს ატარებთ ფორუმზე, დღეში, კვირაში, თვეში. პარალელი გაავლეთ, ამ დროში რამდენად მეტს ისწავლიდით იმ საქმეს, რაც გიყვართ და პროფესიად გაქვთ ქცეული. რამდენად გაიმარტივებდით ცხოვრებას?
მე ვუყურებ ელიონ მასკის მიღწევებს, ტესლა, Space X, etc. მე ვუყურებ ჯეფ ბეზოსს. მე ვუყურებ ლარი ფეიჯსა და სერგეი ბრინს. მე ვუყურებ ყველა ნიჭიერ ხალხს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და მშურს!!!
უფრო მეტად ვაკრიტიკებ თავს, უფრო მეტად ვცდილობ, უფრო მეტად ვკითხულობ, ვსწავლობ, შეცდომებს ვუშვებ და შემდეგ ისევ ვსწავლობ.
მე ვკარგავ დროს რაღაც-რაღაცებზე. აქ არ ვგულისხმობ გართობას, გულის გადაყოლების გარეშე უბრალოდ გადაიწვები. მაგრამ მე ვკარგავ დროს ფორუმზე ამ პოსტის წერაში.
მინდა რაღაც შევქმნა, სამყარო შევცვალო. ხაზგასმით: ეს სულაც არ არის რაღაც ოცნება! ნაურაზე არ ვამბობ. მაქვს გეგმები და იდეები. იმისთვის არ გავჩენილვართ, რომ სტატიკურად ვიდგეთ. უაზროდ დიდი შესაძლებლობები გაქვს შენ, ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლია. განა ემოციებს არ იწვევს შენში ის ფაქტი, რომ შეგიძლია დიდი კვალი დატოვო მსოფლიოზე? რითი გჯობია ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს?
პასუხია - არაფრით. მე არც იმდენი ვიცი (ჯერ! : ) ) რომ მიგითითოთ რაიმეზე, უბრალოდ ამბიციური ვარ. პასუხია ის, რომ მათ იცოდნენ რა იყო საჭიროება და რისგან განსხვავდებოდა სურვილისგან.
უშუალოდ თემების განხილვა არ მინდა, მაგრამ აქ ბევრი თემაა, სადაც ხალხი უბრალოდ პოსტავს, დროს კარგავს. ძვირფას დროს.
და მე არ ვფიქრობ, რომ ფორუმი რაიმეს გვაძლევს. და რამდენად გეყოფა ნებისყოფა რომ შეეშვა? ამას შენი მომავალი გიჩვენებს, სად იქნები...
არ მგონია 20 წლის შემდეგ გაიხსენო ფორუმმა წარმატებულ პიროვნებაც მაქციაო, რაც შენ, მას, მათ, ყველას გინდათ.
ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რომ კამათში ორივე მხარე წაგებულია - "თუ შენ მას გაამტყუვნებ უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანის კეთილგანწყობას დაკარგავ, ხოლო თუ გამტყუვნდები ხომ ისედაც წაგებული ხარ." თუ კამათის ხელოვნება ფორუმმა გასწავლათ და საკუთარი ბრაზის შეკავება, მაშინ იმაზე დაფიქრდი საერთოდ რა აზრი ჰქონდა მაგას?
პ.ს. საინტერესო ამბების დაწერაც მინდოდა, მაგრამ ისედაც გადატენილ პოსტში, რომელსაც ალბათ არავინ ჩაიკითხავს ბოლომდე, მათი დაწერა ზედმეტი იქნებოდა. თუ დაგაინტერესებთ, მერე მოგიყვებით... : )
This post has been edited by Optimer on 12 Jan 2018, 23:32
|