Adur
ღირებულებების ამბავი არაა ეს, ლინგვისტიკის და კომუნიკაციის ამბავია

და პირადი ინტერესებიც არაფერ შუაშია შესაბამისად და სისტემას შეწირვა

როცა საზოგადოებაში გვიწევს ყოფნა,
ამ საზოგადოებამ რომ უსაფრთხოდ და გამართულად შეძლოს თანაარსებობა და ფუნქციონირება
საჭიროა შეთანხმებები
ინსტიტუტებზე ალბათ პირველ რიგში
და მით უმეტეს ისეთ ინსტიტუტზე, როგორიც ოჯახია
წარმოიდგინე, საუბრობს ერთმანეთში 10 ადამიანი და ყველა ოჯახის "თავისი" გაგებით ხელმძღვანელობს
სიტუაცია ყოველთვის მიაღწევს იმ დონეს, რომ "მოიცა, მოიცა, შენ ოჯახი რა გგონია?"
და მერე ათივე ეცდება, რამე საერთოზე შეთანხმდეს,
სხვანაირად საუბარს ვერ გააგრძელებენ
უფრო მარტივი - შეყვარებულები არიან და ორივე ამბობს, რომ უნდათ ოჯახის შექმნა
არა და ორივე სხვადასხვა რამეს გულისხმობს ამაში -
ერთს შვილები უნდა,
მეორეს ჰგონია, რომ კარიერას ასე უკეთესად მიხედავენ და ერთმანეთს გვერდში დაუდგებიან და შვილებზე საერთოდ არც ფიქრობს
თავის დროზე ვერ გაარკვიეს ეს ერთმანეთში
დაოჯახდნენ და წარმოიდგინე, რამხელა კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი
ერთს ისე ეგონა, მეორეს ასე ეგონა
და ეს საბოლოო ჯამში ოჯახის დანგრევამდე შეიძლება მივიდეს
"ან მე ან ეს შენი ჭიპის ბეწვების კოლექცია!" კამათში როგორმე მოგვარდებიან (
https://laughingsquid.com/man-collects-his-...t-for-26-years/ )
მაგრამ როცა ასეთ ძირეულ საკითხში ვერ თანხმდებიან
აქ დათმობაზე წასვლა, ცოტა არ იყოს, რთულია
არა და ეს ყოველდღიურად ხდება და ყველა სიტუაციაში
როცა ადამიანები "ჩვენეული" გაგებებით ვმოძრაობთ
ამ ჩვენეული გაგებების შესაბამისად ვიქმნით მოლოდინებს
და მერე ერთმანეთისაც არ გვესმის და დავდივართ გატუჩულები
Estrella ეს შეიძლება სხვა სიტუაციებში მართალი იყოს,
მაგრამ არა ამ შემთხვევაში
რა დანიშნულებაც არ უნდა მისცეს სექსს ადამიანმა,
ეს ბიოლოგიურ, ობიექტურად არსებულ ფაქტს ვერ შეცვლის

ადამიანის სასქესო ორგანოებს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს - გამრავლება და მოფსმა
ყველაფერი დანარჩენი ალბათ ცნობიერების არსებობის ბრალია, რომელიც ორგაზმს სიამოვნებად აღიქვამს

ჯასთ ვარაუდი
კაი, უკვე ძალიან არათემატურია
This post has been edited by tranka on 27 Jul 2018, 11:35