პოსტის შემადგენლობა:
10% თავდაჯერება
3% ინგლისური ფრაზები
42% ირონიული კრიტიკა
8% გონებამახვილობა
0.5% ბეარ გრილსი
8% ცრუ-გონებამახვილობა
2% პოსტის შემადგენლობა
30% სიტყვების რახა-რუხი (###ობა)
12% ზემოდან ყურება
25% სუბიექტურობა
29% მათემატიკის არცოდნა
32% არაადეკვატურობა
ძირეულად არასწორი, უაღრესად სტერეოტიპული,
ძალიან ზედაპირულად გააზრებული,
შეიძლება ითქვას, თითქმის გაუაზრებელი
არ-ნაფიქრი
შიშებითა და წინასწარგანწყობებით გაჯერებული წარმოდგენები წავიკითხე ამ თემაშიც
და ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს,
დაოჯახებულსაც და დასაოჯახებელსაც,
აქვს მსგავსი წარმოდგენა და დამოკიდებულება ოჯახის მიმართ
რაღაც ასეთი წარმოდგენა აქვს გარკვეულ კატეგორიას მგონი ცოლის მოყვანაზე:
ახალგაზრდა მამრია, სავარძელში ზის, ფილმს უყურებს, ლუდს სვამს, მეორე ხელით თინდერზე მარჯვნივ-მარცხნივ უცაცუნებს, კმაყოფილია.
ამ დროს კარზე ზარია
გააღებს
იქიდან ცხოვრება უცებ უხერხული სახით ცოლს აჩეჩებს ხელში - "here you go, son. მე არაფერ შუაში ვარ"
და ეს ტიპი სანამ აზრზე მოვა "მაგრამ... მაგრამ.. მე არ შემიკვე..", ის უცებ ბეტმენივით მისტიურად უჩინარდება

ამ და ერთი-ორი სხვა კატეგორიისთვის ცოლი ისეთივე გაუგებარი "ვალდებულებაა" ცხოვრებაში,
როგორც უმაღლესში ჩაბარება და დიპლომის აღება
გამოცდებზე და ტექნიკურ საგნებზე აღარაფერს ვამბობ
"აუ, ეს ჩაბარება და დიპლომი რა საჭიროა, ვერ ვიყავი ჩემთვიიის?"
"აუუუ, ეს გამოცდები სტუდენტების სატანჯველად მოიფიქრეეეს, რა უაზრობააა"
"აუუუუუ, ეს ფორმულები ვინ მოიგონა, რა უსაქმური იყოოო"
მოკლედ შემთხვევები, როდესაც ფუნდამენტურად არ გესმის ფუნდამენტური მოვლენები და მათი მიზეზები
მათ შორის ქორწინება და ოჯახი
და ფიქრობ, რომ ეს არა ბუნებრივად, ლოგიკურად ჩამოყალიბებული საჭირო მექანიზმია (უფრო სწორად ამაზე არც არასდროს გიფიქრია)
არამედ ვიღაცების მიერ შემოტენილი რაღაც უაზრო ვალდებულება (((((
ან თვლი, რომ უბრალოდ მოძველებული ტრადიციაა, რომელიც დღეს ყოვლად უსარგებლოა
შევთანხმდეთ -
ცოლი არაა სავალდებულო,
ოჯახი არაა სავალდებულო,
შვილი არაა სავალდებულო
მოკლედ თუ რამე შეიძლება, არ იყოს სავალდებულო, ეს ალბათ ყველაზე მეტად არაა სავალდებულო
თუმცა სავალდებულო რაღაცებიც არსებობს, რაც კანონშია ჩაწერილი
მარა მოდი, ჩვენში ვთქვათ, რომ არც ეგენია სავალდებულო
პირიქით, თუ პოსტის ბოლოში მოცემულ კატეგორიებში ხვდება ვინმე,
იმისთვის ცოლის მოყვანა არავითარ შემთხვევაში ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ! ! ! !
შეზღუდვის თეორიის მომხრეები ამბობენ,
რომ მამაკაცი იზღუდება ბევრ რამეში, როდესაც მოყავს ცოლი -
გემოზე ვეღარ დადის ნაშებში, ვეღარ ტკბება ამქვეყნიური სიამეებით,
უწევს სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, ხანდახან მთლიანად რჩენა და
თავისთვის ვეღარ ხარჯავს, როგორც უნდა
ეს 100% სიმართლეა

მამაკაცების შედარებით ოპტიმისტი/არხეინი/ინფანტილური კატეგორია ვერც აცნობიერებს, რამდენი რამის დათმობა მოუწევს, და ეს ბუნებრივიცაა
ოჯახს შედარებით მსუბუქად უყურებენ და ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ,
ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად ხდება და ყველაფერი გაცილებით რთულადაა
მაგრამ თუ პრიორიტეტულია ოჯახი მამაკაცისთვის, აუცილებლად "გადაეწყობა" ახალ რეალობაზე

რაც შეეხება ოჯახის განმარტებას, დანიშნულებას, წარმოშობას და სხვა ავან-ჩავანს.
არსებობს წარმოდგენა და აქაც იგრძნობა ეს განწყობა,
რომ ოჯახი მხოლოდ ქალის და კაცის ერთობა და თანაცხოვრებაა და დანარჩენი ყველაფერი ამის თანმდევია
ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას
ოჯახის, როგორც ინსტიტუტის, ჩამოყალიბების მიზეზი ვერ იქნება ისეთი სუბიექტური რამ,
როგორიც მაგალითად პლატონური სიყვარულია
ოჯახის არსებობის მთავარი ბირთვი და არსი ბიოლოგიურად, სოციალურად, ყველანაირად არის შთამომავლობის გაგრძელება
დაჟე surprise surprise! სქესები მხოლოდ და მხოლოდ სახეობის შენარჩუნებისთვის არსებობს, გაგიჟება შეიძლება

აქედან გამომდინარე,
თუ არ უნდა წყვილს ბავშვის გაჩენა, არცაა აუცილებელი დაოჯახება
პირიქით, რა საჭიროა? ყოვლად უსარგებლო
არც ზედმეტი პასუხისმგებლობები და არაფერი
პროსტა ვიცხოვრეთ ერთად, კარგად ვიყავით, ორივეს გვესმოდა ერთმანეთის იდიოტური შუტკები <3
სოულმეითები, მთელი ამბები
მერე მოგვბეზრდა, გავერკვიეთ და დავიშალეთ ნახუი
ბიოლოგიის ცოდნა არაა საჭირო, ისედაც ვიცით, რომ
საშუალოდ 18 წელია საჭირო დაბადებიდან, რომ ადამიანის ნაშიერი დამოუკიდებელ არსებად ჩამოყალიბდეს და იარსებოს
ეს ასაკი ინდივიდუალურია - ზოგს მეტი ჭირდება, ზოგს ნაკლები,
მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მეტ-ნაკლებად დასრულებული მაგ ასაკშია ადამიანი
ამ მდგომარეობამდე ვინ უნდა მიიყვანოს?
მშობლებმა. სწორია
ე.ი. მამაკაცი (ამ თემიდან გამომდინარე, თორემ ისე ქალიც) ხელს აწერს,
რომ სადღაც მინიმუმ 20 წელი ოჯახის ერთგული უნდა იყოს მორალურადაც და ფიზიკურადაც
ე.ი. თავისი ცხოვრების საშუალოდ 1/4
აზრზე მოდით, მთელი 20 წელი კაცი დათმობებზე უნდა წავიდეს
შეუძლებელია

ასეთი გამძლეობა მართლაც არ აქვს ბევრს,
ზოგი სხვა ქალისკენ გაიხედავს
ზოგი ვეღარ გაუძლებს ამდენ კომპრომისებს და წავა
ყველა ვარიანტში ცდუნება დიდია
და ყველა ეს არჩევანი აისახება შთამომავალზე - შვილზე
რომელსაც მამის ყურადღება მოაკლდება, თუ ის სხვა ქალზე ფიქრობს და არა მეუღლეზე
რომელსაც სასუსნავები მოაკლდება, თუ მამა სხვა ქალს ახარჯავს მორჩენილ ფულს
რომელსაც სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიადგება, თუ მშობლები წლების განმავლობაში იკამათებენ დაუსრულებლად
და უფრო სერიოზული, თუ გარდატეხის ასაკში მამა ადგება და სახლიდან წავა
ნახა ადამიანმა, რომ მაგარი უნებისყოფო იყო და არ შეეძლო
20 წელი და მეტი ერთისა და იმავესთვის ეყურებინა
თქვა, მოდი, ცოტა გავართულოთ ეს დაშორების ამბავიო,
რომ განშორება უფრო რთული იყოსო, ვიდრე ერთად ყოფნაო.
"შესაქმეს" დებილური პაროდიაა

3/10
მგონია, რომ ასე მოიგონეს ქორწინება
ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში, რომ განქორწინდეს კაცი,
ჯერ ხო სტატუსზე იმოქმედებს, მერე ალიმენტი უნდა იხადოს
ბევრი ადამიანის უარყოფითი ემოცია და არაკაცო უნდა აიტანოს
მოკლედ ზარალის თაიგულია
ამიტომ თუ სიყვარული "გაივლის" რამდენიმე წელიწადში ან თვეში
და რაფაელოს აღარ ყიდულობს ქმარი ცოლს (არ მიხდიან)
ყოველ პატარა ან ცოტათი დიდ უთანხმოებაზე და წაკამათებაზე
ეგრევე ვეღარ ჩაალაგებს თავის ნასკებს კაცი
ეს საკმაოდ ნაცადი პრაქტიკაა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად -
როცა ხედავ, რომ დილით წარა-მარა snooze-ს აჭერ და გეძინება და ამის გამო სამსახურში აგვიანებ
მაღვიძარას ოთახის ბოლოში დებ, რომ წამოდგე, გაიარო და ისე გამორთო
თორემ სანამ არ გამორთავ, ტირილამდე მიგიყვანს
ნიჩიო მაგალითია, would bang 8/10
მარჯვენა თვალის ამოთხრას და მარჯვენა ხელის მოჭრას ვბაზრობ, როდესაც გაცდუნებს
okay, too much bible for one post

ჩემი მოტივი რა არის და რატომ შეიძლება ვიყო ტენდენციური:
ოჯახი მიმაჩნია საყრდენად საზოგადოების, ალბათ უფრო ძლიერ საყრდენად, ვიდრე ინდივიდი
ბავშვებიც ძალიან მიყვარს და მამობაც მინდა
და მინდა, ნორმალურად ზრდიდნენ მშობლები ბავშვებს და შესაბამისად ნორმალური ხალხი ტრიალებდეს ჩვენს ირგვლივ
და არ მინდა, არასასურველი აზროვნება და განწყობები იყოს ოჯახის მიმართ
რომელიც ძალიან კარგი რამეა, რომელიც ზრდის საშუალებაა და
დაპირებული კატეგორიები:
თუ მომავალი შვილი არ გეძვირფასება და არ გინდა
თუ შენს თავზე მეტად ამ ქვეყანაზე არავინ გიყვარს
თუ არ ხარ მზად, რომ დათმო და წინ ოჯახი დააყენო
თუ დაუშრეტელი ნიჭის პატონი ხარ და მსოფლიოს ახალი გენიოსი ყავს შენი სახით
თუ განწყობილი ხარ, რომ დაოჯახების მერე ტანჯვა იწყება
და კიდევ რამდენიმე რამ
მაშინ ცოლი არ მოიყვანო
ესტრელ, გაჯობე

მკიდია, რა დავპოსტე, ხვალ სხვანაირად ვიფიქრებ მაინც

სპოილერში მედალია ამ პოსტის წაკითხვისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by tranka on 24 Jul 2018, 19:03