პო ხუი... რასაც მინდა იმას ვაკეთებ სულ... და ვერაფერი შემაჩერებს...
და ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ...
შენთვის რაც სპილოა ჩემთვის შეიძლება ბუზი იყოს...
აგერაა...
რას ვამბობდი? ა, ჰო... ამბავი უნდა მომეყოლა ბუზზე...
კაროჩე გავარია... იყო ერთი ბუზი...
აი ძალიან ჩვეულებრივი ბუზი იყო რა...
ზამთარში ეძინა და გამოვიდა ამინდები თუ არა გამოყო თავი და დაიწყო საშოვარზე ფრენა... თუ როგორცაა ხოლმე...
ჰოდა ერთხელაც ერთ სახლში შეფრინდა და გზა ჩვენთვის უსიამოვნო, მისთვის კი სასიამოვნო სურნელისკენ აიღო...
ეს სუნი მოხუცის ოთახიდან მოდიოდა... სიბერისა და ავადმყოფობის გამო ოთახიდან ვერ გადიოდა და მოკლედ თქვენც ხვდებით...
ჰოდა ეს მოხუცი იყო მაგარი "ისტერიჩკა" და ყველაფერს აზვიადებდა... ერთხელ შვილიშვილს დააჯერა, რომ შუშაზე გაჭრილი ხელით შეიძლება გული გასკდომოდა... რადგან სისხლს შეიძლება შუშის პატარა ნატეხი თან წაეღო და ბოლოს გულამდეც მიაღწევდა...
ჰოდა იმას ვამბობდი რომ ეს მოხუცი ხშირად ეჩხუბებოდა მოვლელებს ეს სპილო მომაშორეთ აქედანო... იმათ ეგონათ შეიშალაო...
თან ეს ბუზიც რა ოხერი იყო?
ესენი რომ შემოვიდოდნენ იმალებოდა...
ჰოდა ეს მოხუცი რომ მოკვდა მერე იპოვეს ეს ბუზი, რომელიც ჭამისგან გასიებულიყო და მართლაც მისთვის შეუსაბამოდ დიდი იყო...
აი ასე გადაიქცა პირველად ბუზი სპილოდ...
ვიცი, ისეთი ვერ გამოვიდა, როგორც წინები... თან შავი გივიაც არსად გამოჩნდა...

ნუ გადააქცევთ ბუზს სპილოდ და იქნებ მოგისმინონ და დაიჯერონ კიდეც თქვენი...
მაგრამ ამ მოთხრობაში მაინც ერთი ადამიანიდან დანახულ და "შეკუმშულ" და "შეზღუდულ" თვალთახედვამდე მივდივართ...
მაგრამ მთავარი აზრი სხვა რამეშია...