წარმოვიდგინე. გააჩნია საიდან, რა რაკურსით, როდის, რასთან, ეტც... დავინახავდი კაცი-მე ქალ-მეს.
აუ, არ მინდა რა. საშინელებაა, იმიტომ რომ მე ძაან კარგად ვიცი რაცხა არანორმალური ვარ
და რომ წარმოვიდგინე, მე ვარ კაცი, ვხედავ ჩემს თავს ქალს და თან ზეპირად ვიცი ეს ქალი როგორი გამოდეგენერატებულია, დამბურძგლა.
კოშმარი რომ გესიზმრება და ნამდვილი გგონია, ეგეთ ვარიანტში.
ანუ უცხო კაცი ვისაც ეპრანჭები და საყვარელი, ლამაზი და მიმზიდველი უნდა ეგონო, მისთვის. ფლირტი, ინტრიგა და ფერადი ილუზიასავით, ეს მიმზიდველია.
თორემ შინაური თუ არის და რომ გახდება, მერე ჩემით გავაგებინებ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა კარგი და გემრიელი, რადგან პიროვნებაა მთავარი.
უბრალოდ, შეფუთვა ლამაზი და ბრჭყვიალა უნდა იყოს, შორიდან, სულაც არაა აუცილებელი შორი ხედი ახლოთი შეიცვალოს, უბრალოდ, შორიდან ლამაზი უნდა იყო და ვსო!
ლოლ
ვითომ ხომ ვხუმრობ, მაგრამ სინამდვილეშიც ზუსტად ასე ვფიქრობ.
ჰააააბრახუნებეეენ ჩეეემთანააააც?!

ოღონდ, არ ვიცი რამდენად გამომდის ვიყო გაუპიროვნებელი, ანუ ბრჭყვიალა ილუზია. იმედია, გამომდის.
მე მომწონს როდესაც ასეთ მოდებილო ტიპის სილამაზეებს ვხედავ, კაცებს ზოგადად მოსწონთ ქალი, რომელიც ჩუმად მოძრაობს, ხმას არ იღებს და ლამაზია.
ესაა ჩემი დაკვირვების შედეგი და მგონი, რომ არ ვცდები.
პ.ს. გაკრვეული ტიპის კაცებს მარტო არ მოსწონთ "მოდებილო სილამაზე" ანუ იმათ, ვინც თვითონ არიან გაპიროვნებულები და დიდი დოზით არიან.
სტანდარტულ კაცებს მოსწონთ, აი, ცოტას რომ წაურომანტიულებენ და ქალი აბრეშუმში გავხეული ფაიფური ჰგონიათ.
ბლეეჰ.... დებილობაა ეს ცოტა, რეალობას აცდენაც, მაგრამ მე მაინც მომწონს ეგ როლიც და მაინც. ყველა როლის უნდა გამოგდიოდეს.
ან არ ვიცი, შეიძლება ვცდები და რასაც ვწერ, სინამდვილეში ასე არაა. ან სხვა რამეს ვგულისხმობ.
უფრო სწორად, წერის აზარტში შევედი და მაგრად მივედ-მოვედე,
* * *
miShiko123123123Hellew ბროკის, რეილეის და მელკერის სულის ერთობლივო რეინკარნაციავ!
This post has been edited by Estrella on 21 Feb 2018, 16:26