მთვარე ქალწული ხარ
მარსი და ვენერა თხის რქა
რო მიყვარხარ ვივიწყებ და
მოკლე შინაარსს ვდებ
კარგსაც და ცუდსაც

)
სიყვარულს საქმით გამოხატავთ. ემოციების გამოხატვა არ გეხერხებათ და საკმაოდ მორცხვი ხართ ამ კუთხით. ეს განსაკუთრებით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში მჟღავნდება. როცა გაიხსნებით და კომფორტის ზონაში შედიხართ, მერე მორცხვს ნამდვილად ვერავინ გიწოდებთ. ლაქლაქს იწყებთ.
ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკეპტიკური ნიშანია. უფრო მეტად ლოგიკას ენდობით და არგუმენტების გჯერათ, ვიდრე ინტუიციის თუ რაღაც მეექვსე გრძნობის. არასერიოზულად აღიქვამთ ბრმად მორწმუნე, ცრუმორწმუნე ადამიანებს. დროდადრო საშინლად ენამწარე და ცინიკურიც შეგიძლიათ იყოთ, რასაც ბევრი არ მოგითმენთ. გარდა ამისა, ძალიან მიწიერი ხართ, ზედმეტად რეალისტი, პრაქტიკული და მეოცნებე, რომანტიკული ადამიანების ნამდვილი რისხვა.
ჩაქრი
გაქვთ ბევრი თეორიული ცოდნა და ამის გამო საწოლშიც ძალიან სასურველი შეიძლება აღმოჩნდეთ
ქარიზმატული ხართ, მომხიბლავი ( თუნდაც ლამაზი არ იყოთ), გულუხვი და ხელგაშლილი. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, სხვები ვერაფერს შეგატყობენ. უბედური ადამიანის პოზაში ყოფნა თქვენი სტილი არ არის. თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია და ამის გამო თქვენთან ყოფნა სასიამოვნოა. ხალხი ბევრ რამეს გპატიობთ და უყვარხართ.
კიდევ ერთი პრობლემა ზედმეტი გულახდილობაა. ყველაზე მეტად ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით
ერთობით.