#57473592 · 2 Feb 2021, 09:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემის ავტორი აშკარად მარსზე უნდა ცხოვრობდეს. პატრიარქალურ სისტემაში, სადაც კაცები აკონტროლებენ ქალებს და განსაკუთრებით მძიმე ფორმებით ცდილობენ აკონტროლონ ქალების სექსი, იმ სივრცეში გამოხვიდე ტექსტებით და აქეთ ქალებს დასდო ბრალი შექმნილ ვითარებაში, ან მარსზე უნდა ცხოვრობდე, ან სინდის-ნამუსზე უნდა გქონდეს ხელი აღებული. რა თქმა უნდა, საპნის ბუშტებში (ე.წ. ბაბლში) ეს თემა ამოიწურა და ყველას აქვს მშვიდად და წყნარად სექსი. არავის არაფრის არ ეშინია, იმიტომ რომ გაჩნდა ამ მხრივ დაცული წრეები. სადაც სექსი აუცილებელი ნორმაა, ყველას აქვს და არავინ არავის არ უბაზრებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ it doesn't make any sense. მაგრამ საქართველო გაცილებით დიდია ამ ბაბლების გარეთ და იქ ჯერ ისევ მძიმე სიტუაცია რჩება. რაშიც 100 % ბრალეულობა არის კაცების. რადგან მათი ნაკარნახები თამაშის წესებიდან მოდის ყველაფერი. სექსუალური თავისუფლება იმატებს იქ, სადაც დეპატრიარქალიზაცია ხდება და რჩება იქ, სადაც სისტემა მყარად დგას ადგილზე. როდესაც ქალების შეიმინგი დამთავრდება სექსის გამო, მერე იქნება თავისუფლებაც. მანამდე თქვენს გარშემო მყოფი კაცები ამუნათეთ. მაგათ დათესილს იმკით.
|