ანუ , როცა ვნებები და სექს.ლტოლვები არ ხელმძღვანელობენ, არ წარმართავენ ადამიანის გადაწყვეტილებებს და ქცევებს. როცა ადამიანი არ ხდება აფექტური, არ ქმედებს ვნების აფექტაციიდან
"ჭეშმარიტში" ვგულისხმობ სიყვარულის არსს, და არა მის პერიფერიას,სადაც სხვადასხვა "მინარევებია."
ეგ "მინარევები" "აფუჭებს" და "ამძაღებს" სიყვარულს. მას ხდის სასრულს, ხანმოკლეს, უდღეურს. და რასაც ადამიანს აძლევს, ათმაგად ართმევს.
შეჰყავს უკვდავების ილუზიაში და სინამდვილეში სასიცოცხლო ძალებს წოვს.
შეჰყავს აღმაფრენის ილუზიაში და მიწაზე ანარცხებს ისეთი ძალით რომ სამარის ორმოს ათხრევინებს
შეჰყავს სიხარულის ილუზიაში და აჯახებს ენითაუწერელ ტკივილთან.
აი ეს ხდება როცა სიყვარულის "პერიფერიაზე" ანუ სიყვარულის ილუზიაში შედის ადამიანი. და იქ მეტწილად სენსიტიური, თბილი და კეთილი ადამიანები "შეიტყუებიან"
ამის მიზეზია სისხლის -ანუ სექსუალური ელემენტის არასწორი მონაწილეობა. არასწორი კავშირის არასწორი განხორციელება.
შეუძლებელია არ იცოდეთ, არ გრძნობდეთ რომ რაღაც არასწორია, არასწორად აკეთებთ რაღაცას, არასწორად კავშირდებით. შეუძლებელია ამას არ გრძნობდეთ. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დგამთ ამ ნაბიჯს. ჰოდა შედეგიც სახეზეა.
.....................
ამ მხრივ ბუნებაში ყველაფერი წესრიგშია. ცხოველს მხოლოდ სქესობრივი და შთამომავლობის სიყვარული აქვს და ამას "პირნათლად":D ასრულებს. ცხოველი მართალია თავისი ბუნების წინაშე. ამიტომ ის არასოდეს იტანჯება. : )
მაგრამ ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით სიყვარულის სხვა, გაცილებით მაღალ შრეებზეც მიუწვდება ხელი თუ გული თუ გონება. ამიტომ სიყვარულის ამ "მაღალი შრეების" მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს! საამისო "სტანდარტები" უნდა შექმნას ამ კავშირში და ამ კავშირისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებს იმ ცუდ უსასრულობას, რაზეც ასე ზუსტად წერთ. ზუსტად წერთ იმიტომ რომ მართლა იგრძენით ეს ყველაფერი და ეს მართლა ასეა.
ასევე მართლა არსებობს კავშირის საკრალურობა და ის არ უნდა დაირღვას. არასწორი კავშირი აუცილებლად ირღვევა და რაც მთავარია ადამიანის საზიანოდ.
This post has been edited by annavita on 1 Apr 2018, 08:56
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო