Sonixძველებური ნიშნობა და თანამედროვე ძალიან განსხავდება შინაარსით
და ფორმითაც
ადრე ნიშნობა იყო ასე ვთქვათ დასტური მშობლების მხრიდან, რომ შვილს ატანდნენ
და მოკლედ ერთგვარი ნებართვის აღება იყო, რადგან მშობლები წყვეტდნენ შვილების ბედს
მთავარი მოქმედი პირები მშობლები იყვნენ
თანამედროვე ნიშნობა პირიქითაა -
აქ მთავარი მოქმედი პირი წყვილია,
რომელთაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და არავის "ნებართვას" არ საჭიროებენ
ნიშნობის დანიშნულება კი ძირითადად ოჯახის მიმართ პატივისცემის გამოხატვაა
ნიშნობაზე მშობლები იცნობენ ერთმანეთს,
მყარდება ნდობის მომენტი,
შეიძლება, იმსჯელონ, როგორ დაგეხმარონ მატერიალურად
თანხმდებიან, შეთამაშდებიან
განწყობას იქმნიან
მოკლედ ბევრი რამ ხდება ამ დროს
კომუნიკაციის საფუძვლები მიდევს წინ და ისე ვპოსტავ

იმის თქმა მინდა,
რომ მთლად ყოვლად უაზრო,
ყოვლად უსარგებლო გადმონაშთი ტრადიცია არაა

აქ გააჩნია შენს პოზას და პოზიციას
რომ მიხვალ ნიშნობაზე,
ისეთი პოზა უნდა გეკავოს, რომ უკვე ჩამოყალიბებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში
და მართლა "ნებართვის ასაღებად" არ ხარ მისული
თამამად მოეხვიე საცოლეს,
ასევე დაანახე, როგორ გიყვარს
ყველანაირად გამოხატე, რომ მყარად დგახართ, როგორც წყვილი
თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს,
დაუტოვე სივრცე, რომ თავი დაფასებულად, მშობლებად და უფროსებად იგრძნონ
მაგრამ არა მაღლა მდგომებად და "უფროსებად"
შექმენი კარგი ატმოსფერო, რომ მშობლებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი
არ მისცე საშუალება, იგრძნონ, რომ შეუძლიათ, რაღაცები მიგითითონ და
რამენაირად ჩაერიონ თქვენს გადაწყვეტილებებში
მტრები არ არიან მშობლები
შანსი გაქვს, ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვო და იქნებ კარგი ტიპებიც გაიცნო მათი სახით
რაც შეეხება გარემოს,
თავისუფალი ხარ
იყავი ინიციატორი, მოიფიქრე განსხვავებული გარემო
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად, როგორ, რანაირად
ესეც ერთგვარი ჟესტია, რომ თქვენ ხართ სიტუაციის წარმმართველები
მთავარი მოთხოვნებია, რომ განწყობა შეიქმნას სასიამოვნო
უნდა იყოს სიმშვიდე, რომ საუბარი შეძლოთ
მცირედი ალკოჰოლი კარგია განწყობისთვის
ახლა გამოთბა და ღია ცის ქვეშაც შეიძლება რამე
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ტიპები არიან იმის მშობლები
და რამდენად "წამოგყვებიან" გადაწყვეტილებაზე
თუ უფრო ტრადიციული ოჯახია,
მოერიდე ძაან თავისუფალ გარემოს
ქორწილს რაც შეეხება, ეგ უკვე მთლიანად თქვენზეა
გინდა გადაიხდით, გინდა არ გადაიხდით
გინდა ლუდით და მიწის თხილით აღნიშნავთ
ყველაფერი თქვენს გაგებაზე, გამტანობაზე, ინიციატივის უნარზე და სიძლიერეზეა
აბა თქვენ იციდ