მირჩევნია ჩემსავით ვერ ხვდებოდეს, რა საჭიროა რელიგიები და მწრამსები ესოდენ ბუნებრივი კანონზომიერებებისთვის?
თან გააჩნია.
რა ვი.
მეზარება ფიქრი.
მეზარება წერა.
მთავარია ჯანმრთელობა.
მაინც ყველა მოვკვდები.
სამყაროს ჰკიდია რა გწამს შენ.
ტრალი.
ვალი.
მააააგრამ, მე პირადად, იმ დღეს პარკებით დატვირთული ავდიოდი სახლში და როგორც აღმოჩნდა, ლიფტისთვის 10 თეთრი არ აღმომაჩნდა.
დავიწყე ფეხით ასვლა. იქვე მოვიდა აზერი ბიჭი, რემონტია მეზობელთან და დაათრევდა სამშენებლო ნარჩენებს.
გაურკვევლად მითხრა რაღაც, გადავთარგმნე მოდი, ერთად ავიდეთო, ვდგავართ და სანამ ლიფტი მოვიდა გამოლაპარაკება მოვასწარი.
მუშა იყო იმ რემონტიან სახლში, წყნარად და მყუდროდ მელაპარაკებოდა, მაღალი იყო, ჩემი სახე მის გულ მკრედს უთანაბრდებოდა,
ამიტომ მზერა გაჩერდა მის ყელსაბამზე, ნამგალა მთვარესა და ვარსკვლავზე, იგივე სიწმინდეზე, რაც ჩვენთვისაა ჯვარი.
ისე მეახლობლა და მესაყვარლა ეგ კულონი იმ მომენტში, რადგან ადამიანისგან ვგრძნობდი ასეთ ენერგეტიკას.
მოვიდა ლიფტი. ჩააგდო 10 თეთრიანი და დამემშვიდობა. უსაყვარლესი.
“
და ვისაც რემონტს უკეთებს, იმ ოჯახის ბიჭი, იგივენაირი კულონით, არის უნათელესი და უსუფთავესთვალებიანი, ლამაზი, ახალგაზრდა მამაკაცი.
ჩემს დაბლა გადმოვიდნენ და აინტერესებდათ პროექტი. მომიკაკუნეს, მაშინ ძმები მეგონენ.
გაუგებარი ქართულით ამბობს, ...ბოდიში...ხმაური... მე მგონია ხმაური გვაწუხებო, რადგან ხმაურიანი ვარ.
თურმე, მითხრა, ბოდიში, რემონტს ვაკეთებთ და ხმაური შეგაწუხებთ რამდენიმე ხანიო.
მოწიწებით, კეთილი ღიმილით და შეწუხებული იყო, პროექტი აინტერესებდა, შემოვალო. გაიხადეს ფეხზე, მოერიდა ყველა ოთახში შესვლა და ექსკურსია ჩავუტარე.
მსგავსი ნათელი სახე და აურა იშვიათია.
“
ერთხელ კი, რელიგია სიხიზმის მიმდევარმა ინტიმურად გამიზიარა თავისი თავი, მოიძრო ტურბანი და გადაიღო ფოტო, წელამდე დაყრილი, ტალღოვანი თმა.
ეგეც ძალიანაც მიმზიდველი და ინტიმური მომეჩვენა, რადგან თვითონ ადამიანი იყო კეთილი და ბუნებრივად ნათელი აურით.
“
ასე რომ, ჩემთვის მააააგარი სულ ერთია. აბააა?
უი, უი და მთავარი, სუფი შამს თებრიზი და მისი დიდებულება, კაცური სინაზე, სინატიფე და დახვეწილობა, აღსატაცებელი ცეკვა.
აღწერილი ელიფ შაფაქის მიერ.
რააავი, აბა :სოფლურიკილოთი:
This post has been edited by Estrella on 30 May 2018, 01:16