~Annabelle°Haunting~ნაწილობრივ გეთანხმები რომ კარმა არსებობს და მეც მიგრძვნია ეს საკუთარ თავზე.
მაგრამ ჩემი აზრით შენ იმაში უშვებ შეცდომას, რომ შენი გადმოსახედიდან აფასებ ყველა ადამიანს.
ზოგს სინდისი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად არც ქეჯნას განიცდის.
უამრავი მაგალითია იმის, რომ გემრიელად შერჩათ მკვლელობები და თავისი სიკვდილით, თბილ საწოლში მოკვდნენ.
სამწუხაროდ ცხოვრება უსამართლო უფროა ვიდრე რასაც შენ ამბობ, ძლიერი ყოველთვის ჩაგრავდა და ჩაგრავს სუსტს და ვერაფერს გახდები თუ ძალას ძალა არ დაუპირისპირე, არის მომენტები როდესაც საუბარი და მედიაცია ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და მათ ადგილს ძალა იკავებს.
ვიცი რომ არასწორია, უბრალოდ ასეა და ეს ჩემი მოგონილი არ არის.
ან მგელი ხარ ან კრავი.
პ.ს. ნამეტანი კი ვიპრაფესორე მაგრამ ასეა და ჰა..
This post has been edited by _Pablo_ on 3 Jun 2018, 21:15