წუხელ მორიგი უძილო ღამეს, რომ შევეწუხებინე-კერძოდ ლოგინში უზროდ კოტრიალს და ცხვრების თვლას.
გადავწყვიტე ქუჩაში ფეხით მესეირნა 2საათი მაინც. როგორც ყოველთვის გავიკეთე
ყურსასმენები,ჩავრთე მოცარტი და მოვემზადე ღამესთან საჭიდაოთ.
დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ გადავაწყდი უსახლკაროების ბაითს...
ცეცხლი დანთებული ნაგვის ურნაში და როგორც ფილმებში არის ხოლმე ხელებზე დახეული ხელთათმანები...
არადა,არც ისე ცივა ღამით,მაგრამ მეც რატომღაც მომინდა ცეცხლთან გასათბობად მისვლა.
უცებ გიტარის ხმა შემომესმა და რაღაც სლავურ ენის მსგავსმა მელოდიამ ჩემი ყურები დაატყვევა...
ასე 50 წლის ორი ადამიანი,როგორც შემდეგ გავარკვიე ცოლ-ქმარი ღიღინებდენ თავისთვის.
როგორი ბედნერები იყვნენ,არადა არც სახლი აქვთ,არც კარი და საჭმელიც 2 დღეა არ გვიჭამია ნორმალურიო
დილის 5საათამდე ვესაუბრებოდი და 1 საათი დამეძინა. ეს უცხო ენის ჰანგები კიდევ იავნანასავით ჩამესმოდა ყურში.
აგერ ახლა გავიღვიძე და პირველ რიგში ჯიბე შევამოწმე...ჩემი 100ევრო ხელ უხლებელია და ტელეფონი,რომელშიც მარტო ფბ მოსული მესიჯი სჩანს.
ხომ შეძლოთ მოეპარათ და დავეტოვებინე ნულზე? მაგრამ ადამინობა ყველგან უნდა შეინარჩუნო! არ აქვს მნიშვნელობა როგორ მდგომარეობაში ხარ.
ყავაზე დავპატიჟე ეს წყვილი და რათქმა უნდა,მარტო ყავით არ შემოვიფარგლე.
ძაან დიდი მადლობა ამ უცნობ ადამინებს. ახლა ყავას მივირთმევ და ზედ რაღაც უცნაურ ნამცხვარს ვაყლოებ...
მაგრამ ყველფერი ძალიან გემრიელი მეჩვენება