სალამი ხალხო. მოკლედ ჯერ იყო და ჩემს ძმაკაცს დაენგრა ოჯახი საყვარლის გამო ეხლა კიდე სამმი დღის წინ ჩემმა ძმამ დამირეკა გამო სალაპარაკო მაქვსო (უეჭველი ვიცი ფორუემლი არ არის არც ეგ და არს მაგის საძმაკაცო).
ჩემი ძმა ოთხი წელია დაქორწინებულია. კარგი ოჯახი აქვს. შემოსავალი ნორმალური, მაგრამ არა იმდენი რომ საყვარელი ფულის პონტში ყავდეს. ხოდა სამშაბათს გავედით და ჩავუჯექით დასალევს. ესა ისაო და მერე მომიბრუნდა და მეუბნება საყვარელი მყავსო. მეთქი ხო ნორმაში ხარ ეგეთი მაგარი ცოლი გყავს რა საყვარელი ბიჭო ატრაკებ...

მაიცა მოგიყვეო.
კომპანიიდან რაღაც საახალწლო ევენთზე იყვნენ, არაფორმალურზე წასულები, სადაც კარგი სიტუაცია იყოო. გავიცანი ჩემზე 7 წლით უფროსი ქალი (ზუსტ წლებს არ დავწერ), რომელიც სასწაული იყოო. ჯერ გავედით და ვილაპარაკეთ აივანზე. მერე ერთად ჩამოვედით დარბაზში, ცოტა ხანი გამშორდა და უკვე მაგარი მონუსხული ვიყავი, მაგრამ რომ დაბრუნდა, გვერდზე მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო თანდათან მივხვდი რომ ძალიან მომეწონაო. მარტო ვიზუალი არაფერია, ტიპი ისეთი განათლებული იყო რაღაცაზე წავიხუმრე სარტრი ეგრე იტყოდა მეთქი ვითომ ვიფილოსოფოსე და უცებ არ მომიბრუნდა და სარტრზე ისეთები ილაპარაკა ცოტა ხანი შოკიდან ვერ გამოვდიოდიო. ხოდა რომ შევყევი იმ საღამოს ვსვამდი მარა ვერ ვთვრებოდი ისეთი მაგარი ქალი იყოო.
ყველაზე ძალიან იმაზე დაიზმენდა ჩემი ძმა რომ ბეჭედი უკეთეია ხოლმე სულ და იქნებ ამის გამო თავი შეიკავოს ან რამეო, მაგრამ არაფერიო, საღამო რომ გაიწელა წამო წავიდეთო შემომთავაზა და ტაქსი რომ უნდა გამომეძახა მეუბნება მანქანით ვარ და გაგიყვანო. არ დაგილევია მეთქი რომ ვკითხე, არაო. ხოდა წასულან, სახლთან რომ მიუცილებია ჩემ ძმას ნომერი უკითხავს. ეს გოგო გადმობრუნებულა და ლოყაზე უკოცნია, თავზე ხელი გადაუსვია და წამოსულა.
მოკლედ ეს ჩემი ძმა სანამ გააგრძელებდა საუბარს ეგრევე მოვუჭერი დედობრივი ინსტინქტები დაგევასა ბიჭო მეთქი>?
არა, ჯერ სად ხარო. ოთხი დღე არც მიმიწერია, არაფერი, მაგარი დავიძაბეო. ფეისბუქზე მოვძებნე მარა არ დავიმატეო. მარა ახალ წლებზე ჩემი ცოლი თავისიანებთან რომ გავუშვი მივწერე ამასო, მერე დავურეკე და გავუარეო. ციოდა, მარა მოდი სადმე გავიდეთ ცარიეია ქალაქიო და ლისზე სეირნობისას ისეთ საინტერესო რაღაცეებს მელაპარაკებოდა რომ ყოველ მეორე წუთს უფრო მომწონდაო. ხოდა უკვე კრუგის ბოლოს შემომხედაო და არც დამიყოვნებია ისე ვაკოცეო.
მანქანაში რომ ჩავსხედით ჩემ ძმას შეუთავაზებია ამო ჩემთან ავიდეთო, მარა ამან არა, მირჩევნია ჩემთან ავიდეთო და ასულან. მოკლედ სექსი იყოო მარა სექსის ისე არ გამსწორებია ისე, როგორც თავზე მევლებოდაო. დარჩი ჩემთანო. მარა ძილის წინ ჩემს ცოლს დავურეკე და მოვიკითხე რას შვრები მეთქი და ცოტა მოვესიყვარულეო. ამ საუბრისას უკან დამადგა ეს გოგო და ნაზად მაკოცა ლოყაზეო. ამაზე გული რამის ცუდად გამიხდაო. ლაპარაკოს რომ მოვრჩი რაღაც უხერხულობის შეგრძნება მქონდა და წამოსვლა მინდოდაო, მარა მითხრა არაფერზე იდარდო შენო და მომეფერაო.
მოკლედ ის იყო და ის რომ როცა მე ვწერდი მაშინ ვხდებოდით ერთმანეთსო. ისე გავსიმპატიურდი რომ ეგეთი ჩემი თავი არ მახსოვსო. თვითრწმენა ამიმაღლდა და კარგად ვარ შენც ხო მაყტობო. ზოგ ჩემ ძმაკაცს კოლეგად გავაცანი კიდევაცო, მარა ბოლო ერთი თვეა რაღაც ძალიან ავირიეო.
აი აქ დავიძაბე მეც და "აბა რა იქნებოდა მეთქი" მარა მთლად ასეც არ ყოფილა.
მოკლედ თავდან ცოლთან პრობლემები არ მქონია, მარა მერე ფობიები და შიშები დამეწყო რომ ვიღაც მითვალვალებსო, დილით ნაადრევად მეღვიძება და მეშინია ტელეფონის შემოწმებისო. ცოლთან ბევრი ლაპარაკისაც მეშინია, რომ მიყურებს მგონია ყველაფერი იცისო.
მეთქი გაშორდი თუ ეგრეა შენც დაისვენებ და ისიც მეთქი და კიო, მარა რა ვუთხრა, შენთან კარგად ვარ, პრობლემა არ მქონია უბალოდ შენზე მეტად მომეწონა ქალი და მასთან უნდა წავიდეო?
მოკლედ პირველ რიგში თუ ის ქალი გიყვარს ამას გაშორდი და მოიყვანე პირდაპირ ცოლად მეთქი, იმიტომ რომ მარაზმია ცოლს გაშორდე და შეყვარებულად გაიჩინო ქალი, რომლის გამოც ოჯახს ანგრევ მეთქი, მარა მეორე თემაა აქ ცოლს იმ მიზეზით თუ გაშორდები, რომ სხვა მოიყვანო ცოლად შეიძლება მთელი საახლობლო და საძმაკაცო დაკარგო მეთქი რა. თან კარგი გოგოა ეს ცოლი ძალიან. ანუ ძალიან ლამაზია რა. უბრალოდ ამან რაც დამისახელა ეს საყვარელი ძალიან ჭკვიანი და ძალიან სექსუალურიაო. მეთქი ჩემკენ გამოგეშვა მეთქი
მოკლედ სიტუაცია არის ცუდი.
რეალური პრობლემა არის ის, რომ ამ საყვარელთან საერთოდ არ უბაზრია სერიოზულ ურთიერთობაზე და იმაზე უღირს თუ არა ცოლთან გაშორება, მეორეს მხრივ არც ამ გოგოს უთქვია ცოლად მომიყვანეო. ცოლსაც რომ უთხრას ჩემმა ძმამ გშორდებიო ასე მოწმენდილ ცაზე საერთოდ არ მოსულა

ხოდა სიტუაცია არის მძიმე.
პირველ რიგში ფსიქოლოგთან მიდი მეთქი
ხო რატომ დავწერე ეს პოსტი?!