კაი მოვყვები, სალონში სადა ხშირად დავდივარ, შევაღე კარები და ვიყურები ტელეფონში და ვამბობ გამარჯობააა გოგოებო,

სიჩუმის ხმა, ვიყურები წინ და მხვდება მუშა დრელით ხელში . უცებ შემეშინდა მაგრამ არ შევიმჩნიე, ხვალ მოდი უჟმურად მეუბენბა და აგრძელებს ბირღვას. ხვალ მოვალ შეშინებული ვპასუხობ და ვცილდები იქაურობას. სინამდვეში ვიწყებ ფიქრს სად მივიდე უსხლოეს სალონში სადაც წინასწარ ჩაწერა არ იქნება საჭირო და თმასაც დამვარცხნიან ნორმალურად. არ მეგულება რა ამ პერიმეტრზე არაფერი, შორს ვერ წავალ, დრო აღარ მრჩება. გავიხედე გამოვიხედე და ვხედავ ისე რა სალონი, რო არა გამოუვალი სიტუაცია რა თქმა უნდა აქ არასოდეს შევალ; შევდივარ. გამარჯობა, თმას დამვარცხნით?
გავყავარ სადღაც ჯურღმულში, სადაც თავი უნდა დამბანონ, ონკანში წყლის ლაქებია თეთრი, თვითონ ონკანი შავია, გავხედე პირსახოცებს . ნეტა არ გამეხედა. ოთახში ნესტის სუნი დგას, ველოდები ადამიანს რომელიც შემოვა და თავს დამბანს. იმდენი ხანი ველოდე რომ მეგონა, შეიძLება ჩემთვითონ ხო არ უნდა დავიბანოთქო, მოვრჩი თუ არა ამ შტერობის ფიქრს , ჰოი საოცრება შემოდის, ხელთათმანებიანი გოგო, რომელიც "სალონში" შესვლისთანავე ვნახე როგორ ასხამდა ვედროში ქლორს, როგორ ჩააგდო ტილო და გაწურა, ამ ყველაფერს აკეთებდა ამ ხელთათმანებით, მომიახლოვდა , კისერში ხელი მომკიდა და გადამაწევინა თავი, მოუშვა ონკანი, წყალი მოდის ხან ცივი ხან ადუღებული, ხმას არ ვიღებ. ვერ ვიღებ უფრო სწორედ. ვგრძნობ როგორ მასხამს შამპუნს, მაგრამ შამპუნის სუნს ვერ ვგრძნობ, უფრო ორმოცდა ათი თეთრიანი საპნის სუნს, რომელიც ქლორის სუნში ერევა და საბოლოოდ ქლორის სუნი იმარჯვებს, ისევ ხმას არ ვიღებ, ჩემთვის ვფიქრობ რომ ალბათ ჩემი ცოდვებისთვის ვისჯები , დაე იყოს ასე . ვხედავ როგორ მიახლოვდებად ა მშორდება მისი მკერდი სახესთან, ვცდილობ მის მკერდზე ვიფიქრო, იქნებ დამავიწყდეს ეს კოშმარი, არ გამომდის. მიხარია გულის სიღრმეში (იეს 100% ნატურალი ვარ). მამხობს პირსახოცს და მეუბნება გაამოს, ვითომ მაბანავა, ველოდები როდის მეტყვს "დათვი მჭლე და შენ მსუქანი" მაგრამ არ მეუბნება. წადი და გაისწორე თმაო მახსენებს, ალბათ სახეზე მეტყობა რო აღარ მახსოვსრ ა უნდა გავაკეთო ეხა. გამოვდივარ. ერთი შეხედვით თითქოს გამოვისყიდე ჩემი ცოდვები, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეხა იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი. ვჯდები სავარძელში , იღებს მსუქანი გოგო-ქალი ფენს და რთავს, ყავა გნებავთ? დიახ ვპასუხობ, რა თქმა უნდა მანდ ყავას არ დავლევ მაგრამ მაინტერესებს რა ფორმით და რა ჭიქით მოიტანენ. გადის ათი წუთი და ყავა არავის არ მოაქვს, მივხვდი რო მომატყუეს. ეს ქალი მწვავს კისერს, ზურგს და როცა ვხვდები რო უახლოვდება ჩემს ცხვირს აი აქ უკვე ვეღარ ვითმენ და ხმამაღლა ვეუბნები -არ შემეხო, აღარ გაბედო შეხება. თან სარკეში ვუყურებ როგორ ეშინია ჩემი, როგორ იხევს უკან ეშმაკი, რომელიც სულ რამოდენიმე წუთის წინ ადუღებულ გუდრონში მფუფქავდა. გულში ვამაყობ ჩემი თავით და მიხარია, გამომივიდა. ავდექი, გადავუხადე ფული, არა, დავუგდე. და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი. მთელ ქუჩაზე ქლორის სუნს ვტოვებდი, ნახევარი თავი სველი მქონდა ნახევარი დავარცხნილი.ვზივარ ეხაც და ვგრძნობ ამ სუნს მიუხედავად იმისა რომ ორჯერ დავიბანე. მაინც მიყვარს ჩემი ცხოვრება თავისი ტკივილებით და შეცდომებით
