ადრე ყოველკვირას ვიპარსავდი ხოლმე წვერს.
კვირაობით.
სამსახურში მოთხოვნა იყო რომ წვერგაპარსული უნდა ყოფილიყავი ან წვერი გეტარებინა.
გაუპარსაობა არ შეიძლებოდა.
ღია ფერის წვერი მაქვს და ერთ კვირას ვაქაჩინებდი ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ერთი გულის სწორი მყავდა.
და ყველაზე რომანტიკულ მომენტში, როცა ყველა სიტყვა 100% სიმართლეა, მიყურებს და რა ლამაზი ხარო, გოგოსავითო, სულ წვერგაპარსული იყავიო

იმის მერე წვერი აღარ გამიპარსია.
3-4 მმ-ზე მაქვს.
თან ასაკს მაკლებდა.
25-26-27 წლის რო ვიყავი, წვერგაპარსული 20 წლის ვეგონე ხოლმე.
ეხლა 30-ს გადავაბიჯე მაგრამ ისევ ასაკის დაკლებაზე არ ვარ

სარკეში რო ვიყურები ხოლმე, არ ვგავარ იმ ასაკისას, რაც რეალურად ვარ.
ბავშვობაში მახსოვს რო 30 წლის ტიპები ბებრები იყვნენ, რო მოკვდებოდნენ და ხალხს გული წყდებოდა ახალგაზრდა ბიჭი წავიდაო, მეთქი რა ახალგაზრდა.
მაგრამ მაშინდელ 30 წლის სასტავს შუქი არ ქონდა, გაზი არ ქონდა, თბილი წყალი არ ქონდა, წესიერი ტანსაცმელი არ ქონდა, სამსახური არ ქონდა, ოჯახებს როგორ არჩენდნენ იმ დროს, გაოცებას იწვევს ეხლა.
ხო და მაგიტო იყვნენ 30 წლისები ბებრები, წვერი არაფერ შუაშია.
30 წლისები ბებრები იყვნენ.
17-18 წლისები კაცები.
აგერ გვერდზე განყოფილებაში 90-იანების გახსენებაა, საძმოები რო იყვნენ.
კულინარიელები, დელისელები, იოსებიძელები და ა.შ...
16-17-18 წლის ბიჭები არიან, რეიბანები, იარაღები.
10-10 ტრუპი რო ყავდათ აკიდებული და 20 წლამდეც ვერ იცოცხლეს.
მაგ დროს კი იყო 30 წლისა ბებერი.
რა შუაშიო იყო ეხლა ეს.
წვერზე ვლაპარაკობდით.
ა, ხო, 30 წლისები ბებრები იყვნენ და მე არ ვთვლი თავს ბებრად და ვიზუალურად წლების დასაკლებად არ ვიპარსავ მეთქი.
მოკლედ, ხო მიხვდით რისი თქმაც მინდოდა.
თუ ვერ გადმოვეცი მოკლედ, მომწერეთ და განვავრცობ...
Mens sana in corpore sano...