Buntaro
Hic manebimus optime

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4581
წევრი No.: 190513
რეგისტრ.: 27-August 14
|
#53032793 · 4 Jul 2018, 23:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს ყოფილს წინაპრებისგან ოროთახინი ბინა შემორჩა "სტალინის სახლში". ეხა, "სტალინიკა" "ხრუშოვკა" ხო არ არი, მამაძაღლი, რო, როცა მეექვსე სართულზე ადრიანად გაღვიძებული მეტისმეტად ტემპერამენტიანი წყვილი კონტროლს კარგავს და "ხრუშჩოვის" დროინდელივე პრუჟინიანი რკინის კრაოტის ყურს მოფამფალებულ კედელს გაშმაგებით უხათქუნებს, შენ პირველ სართულზე გეშინოდეს, ემანდ, ამ ჩემისებმა, სახლი თავზე არ დაგვაქციონო! არა, "სტალინკა" "სტალიკაა", ერთი მეტრი სისქის კედლებით, მაღალი ჭერებით და რამე. იქ გინდა კრაოტი უბრაგუნე კედელს და გინდა პნევმატური ჩაქუჩი, მაინცდამაინც დიდ პანიკას ვერ გამოიწვევ ბინადრებში. ზოგადად ასეა, მარა მე რო რამე ანომალია არ შემხვდეს, ისე როგორ იქნება! არა, თვითონ, ქალი ნორმალურია, ანომალია არფერი სჭირს, ძილისგუდობის გარდა (დაჟე ლამაზი და ზრდილობიანი მეჩვენება), მარა ბინის ერთი -ერთ კედელში ადრე სათადარიგო ვენტილაციის შახტი, თუ რაღაც ჯანდაბა იყო. მერე მეზობლებმა(წლოვანებით სადღაც 40-ის არიან ორივე) თავისი მხრიდან კედელი მოარღვიეს, შახტი ზემოდან და ქვემოდან დაგმანეს და რაღაც სამიოდე კვადრატული მეტრი ზედმეტი ფართი მიიღეს. კეთილი და პატიოსანი, მარა კედელი ორმაგის მაგივრად ცალმაგი გახდა და თანაც, იმ ბემურაზებმა, კაკ რაზ, ყოფილი შახტის ადგილზე ბუდუარი მოიწყეს. ბჯო, სექსი ხალხი როგორ არ მინახავს, გაგონილიც ბლომად რაღაცები მაქვს, მარა ასეთი?! ... ერთხელ სამეგრელოში ცოფიანი კამეჩი გამომეკიდა. ტრიალი მინდორი იყო და შუა კარგა განიერი თხრილი დაჰყვებოდა. ალაბათ, ადრე სარწყავი არხი იყო. მერე დაშრა, ნაპირები ჩამოეშალა და ომის დროინდელ ღრმა სანგარს დაემსგვსა. მე ჩემკენ გამოჭენებული კამეჩი რო დავინახე, გავქანდი და იმ თხრილს გადავახტი. კამეჩს, ეტყობა, რაზგონი არ ეყო და ვერ გადმოახტა, მარა ჯიუტი ვინმე გამოდგა. ჩავიდა თხრილში და სანამ ის აქეთ ამოძრომას ჩალიჩობდა, მე თხრილს ისევ უკან გადავხტი. გაავებულ კამეჩს მეტი რა გზა ჰქონდა დაეშვა ისევ ფსკერზე და ახლა აქეთ ამობოტყდა, მარა მე უკვე ისევ მოპირდაპირე ნაპირზე ვიყავი. ასე განმეორდა რადენჯერმე, სანამ არ მიხვდა, რო ტყუილად იტყავებდა მუხლებს. გაჩერდა თავის მხარეს და დუხით დამიწყო დაგდება, თავჩაღუნული ოთარას პარაოზივით მძიმედ ფშვინავდა და ჩლიქით კარგა მოზრდილ ბელტებს თხრიდა. ბოლოს ესეც მობეზრდა, შეტრიალდა და წავიდა თავის გზაზე. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას, რეკონსტრუქციების შემდეგ იმ "სტალინის" ბინაში მძინავს და მესიზმრება, ვითომ მეგრელი კამეჩი მომდევს. მე გავრბივარ, მარა ფეხები არ მემორჩილება, სადაც არის უნდა დამეწიოს, ყურში უკვე მისი მძიმე ხვნეშა მესმის, აგერ-აგერ რქაზე უნდა წამომაგოს და...ცივ ოფლში გაწურულს მეღვიძება. პულსი, ალბათ, ორასზე მეტს უკაკუნებს, მარა აზრზე სწრაფად მოვდივარ და ვმშვიდდები. მადლობა უფალს სიზმარი ყოფილა. გავედი სამზარეულოში და საათს შევხედე - ხუთის ნახევარია. ერთი ჭიქა ცივი წყალი დავლიე, დავბრუნდი უკან, საწოლზე შვებით გავიშოტე, დავხუჭე თვალები და გავირინდე, იქნებ ცოტა კიდევ წავუძინო-მეთქი. ჩამოწოლილ სიჩუმეში ის-ის იყო ჩამთვლიმა, რო, საიდანღაც, ისევ კამეჩის გაავებული ფშვინვა მომესმა! წამოვვარდი დამდუღრულივით და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ...ვიცი, რომ ჰალუცინაცია არ არის. წინა საღამოს არ მომიწევია, საიდან ჰალუცინაცია! შევიხედე მეორე ოთახში - არაფერი! არც სამზარეულოა მონსტრების მიერ ოკუპირებული. დავბრუნდი საძინებელში, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული და უცებ ვხვდები, რომ კამეჩი კედლის მიღმა ხვნეშის. მივედი ფეხაკრეფით და კედელს ყური მივადე...ვახ, თქვენი მანიაკი დედებს დავეცი: მეზობლები არ არიან ერთ ამბავში?! ამ აღმოჩენამ საბოლოოდ გამომაფხიზლა და მშვენიერ ხასიათზე დამაყენა. ვითომ კოშმარი არც დამსიზმრებოდეს. ვგრძნობ, რომ არც მე ვარ მეზობელ კამეჩზე ნაკლები. ვაღვიძებ ჩემს ძილისგუდას, მარა რამდენი არ ვეცადე, ვერ მოვიყვანე ფორმაში. ჩემი ენთუზიაზმი მორფეოსის ხუნდებზე დაიმსხვრა... ერთი კვირაში კამეჩმა იძულებული გაგვხადა მეორე ოთახში გადავბარგებულიყავით და იმის მერე გვეძინა მშვიდად, ვის რამდენი გაეხარდებოდა...
--------------------
სტუფიდ ჩეხ რეპაბლიკ, შოუ მი იორ ხუი, იორ ლეხ ვალენსა, შოუ მე მანი (ფულს წაგლიჯავთ ხელიდან) სექს ვონტ? ხომ და სექს იორ ფაზერ, მაზერ, სისტერ, ბრაზერ, თიჩერ. დეგენერატ, ჯორჯია ვუმენ დონტ ბაი. კოკოიტი ფანდარასტ.(C)masha
ყლეზე მკიდია გრამატიკა©gramatikikina
|