Anan100ეხლა მე შენ არ გიცნობ და არ ვიცი რა ტიპი ხარ, მაგრამ მე ერთ რამეს ვარ დაკვირვებული - ქართველი ბიჭების პრობლემა რაშია.
(მესამე პირში რომ ვწერ-ხოლმე, სასტავს მდედრი ვგონივარ. მამრი ვარ და ქართველი ვარ, მარა მე არ მჭირს ეგ პრობლემები და ამიტომ ვწერ მესამე პირში).
თვითონ გიზიდავთ ესეთი სწერვა ნაშები. ბევრი ფოტოები რომ უყრია, ბევრი ლაიქები რომ აქვს, ბევრი ბიჭი რომ სწერს.
არადა, არიან ლამაზი, საყვარელი, უბრალო გოგოები, ვინც არც ლაიქების ხამია, არც ბევრ ფოტოებს დებს ნეტში და ვაბშე, ძაან კაი ტიპია.
თქვენ კიდევ, დაჟე რეალშიც გოგოს სილამაზეს ვერც ამჩნევთ-ხოლმე, თუ მუდელ ამოგდებული კაბა არ აცვია და სოლარიუმში არაა დაზაგრული.
ამიტომაც ერთნაირები ხართ ქართველი ბიჭები და გოგოები, სწერვები და უზარმაზარი ამბიციებით.
მერე გამწარდებით ერთმანეთზე, შემორბიხართ აქ და თემებს ხსნით, განსაკუთრებით ბიჭები.
და თუ გოგო იგნორს გიკეთებს, რაღას ეხვეწები, ტო. არ დაევასე ესე იგი, ვერ წარმოაჩინე თავი შესაბამისად და ეს აუცილებლად გოგოს ბრალი კი არა, შეიძლება გაგიკვირდება და სულაც შენი ბრალი იყოს.
მე ერთხელ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ერთმა ქართველმა გოგომ იცი რა მითხრა? არასოდეს არ ვპასუხობ ქართველ ბიჭებს, აგრესიულები არიანო და მარტო უცხოელებს ვწერო, მაგრამ შენ ისე საყვარლად მომწერე, ისეთი საკაიფო იუმორით შემოხვედი კონტაქტში, რომ არ შემეძლო არ მეპასუხაო. ხოდა, ამაშია საქმე