
ახლა ერთი ამბავი გამახსენდა...
ძალიან ლამაზი გოგო ვნახე,(სიზმარს არ ვყვები)რომელიც იყო ძალიან მორცხვი, სათნო და სანდო გამომეტყველება ჰქონდა, საკმაოდ ზრდილობიანი ჩანდა, წარბებს შორის დარდისგან ნაოჭი ჰქონდა, რომელიც ძალიან უხდებიდა. წყლიანი და დიდი გუგებით...
მშობლები ამუშავებდნენ და სულ კონტროლში ჰყავდათ, არანაირი საკომუნიკაციო ნივთი არ ჰქონდა , იქ მისი თანატოლებიც არ არსებობენ...
სადღაც 22-23 წლის გოგოს სახეზე მთელი ცხოვრება ეწერა მაგრამ უხდებოდა ცხოვრების დატოვებული კვალი და თანაგრძნობას იწვევდა...
მე მომეწონა ის გოგო ძალიანზ ოღონდ არა სექსუალურად და არა მამაკაცურად, ადამიანურად, მინდოდა გამეთავისუფლებინა... მინდოდა ჩემი ღიმილით გული გახარებოდა... როცა იღიმოდა მაშინაც ტკივილი იკითხებოდა...
რა ძნელია სიტყვებით გადმოვცე რაც მე ვნახე.
ძალიან დრამატულადაც არ მინდა დავწერო.
კონკრეტულ დეტალებს ვერ ვწერ სამწუხაროდ, უფრო.მეტი ვიცი ვიდრე დავწერე.
ხოდა მაგაზე მეფიქრება ახლა
This post has been edited by Asklipiodotaa on 10 Aug 2018, 23:58