ადრე არ მომწონდა ქორწილი, ეხლა შევიცვალე აზრი, საზოგადოების ქცევის ცვლილებასთან ერთად.
ადრე ახალგაზრდა წყვილი რო ქორწინდებოდა, ოჯახს სესხი უნდა აეღო, სიძის მამას მთელი ბავშვობისდოინდელი სამეგობრო უნდა დაეპატიჟებინა, ასევე მთელი სანათესაო, ბებია-ბაბუა რო ბიძაშვილები იყვნენ, ეგეთი ხალხიც, მერე რა რო ცოლი ვისაც მოყავდა ნახევარზე მეტის სახელი გაგონილიც არ ქონდა და უფრო მეტს არც იცნობდა. მერე წავიდოდა ტრადიციული თამადობა, დაისი, საჩუქრად მიღებული თეთრეულების და ქვაბების ნაკრებები. ჩამთავრდებოდა ქორწილი, სადაც პატარა გაწევ-გამოწევა მაინც უნდა მომხდარიყო ბიჭის და გოგოს მაყარს შორის და დაიშლებოდა სასტავი. მეორე დღიდან უკვე სესხის გადახდის გრძელვადიან გეგმაზე უნდა გეფიქრა.
ეხლა უკეთესი ტენდენცია წამოვიდა.
რო ქორწინდება წყვილი, სურვილი აქვთ რომ თავიანთ საახლობლო წრეში აღნიშნონ.
აღარაა უკვე სავალდებულო მშობლის გარე ბიძაშვილს ან ბიცოლის მულს თუ არ დაპაიჟებ.
სესხის აღებაც აღარ არის საჭირო, იმ დონეზე განვითარდა საზოგადოება, რომ ხვდებიან 4-5 ერთნაირ მიკროტალთურ ღუმელზე თუ თეთრეულზე მეტად ფულის ჩუქება სასურველი ნეფე-პატარძლისთვის.
შედეგად ვალებშიც არ ვარდება ქორწილს ვინც იხდის, თუ არ დარჩა, მინიმუმ ქორწილის ხარჯებს მაინც გაისტუმრებს ნაჩუქაიუ ფულით.
შედეგით ყველა კმაყოფილია.
პლუს მაგას გოგოებს ევასებათ ქორწილი და თეთრი კაბა და რატო არ უნდა გაუსწორო ცოლს, რას კარგავ.
ცუდია შეუღლება საახლობლო წრეში რო აღნიშნო?
მიუღებელი ისეთი ქორწილია, სტუმრების ნახევარს რო არ იცნობ და ათწლიანი სესხი გეტენება მაშინ, როცა მეორე წელს შეიძლება დაშორდე ცოლს

ჩემს ერთ ნაცნობ მოუვიდა, სანამ ქორწილისთვის აღებულ სესხს დაფარავდა, მანამდე გაშორდა მეუღლეს

სხვა ვითარებაა როცა ფული არაა პრობლემა.
მაგ დროს რატო არ უნდა გადაიხადო პომპეზური ქორწილი.
როგორც ბერა ივანიშვილმა გადაიხადა მაგალითად
This post has been edited by Frankens†ein on 27 Dec 2018, 15:30
Mens sana in corpore sano...