არ ვიცი რატომ ვწერთ ამდენ გულებს. კოცნებს. სიცილებს.
სიგიჟეა სრული. ასე მგონია, კოლექტიური ფსიქოზი გვჭირს სასტავს.
მე პირადად, წითელ გულს ვეღარ ვიტან ფბ-ში.
აქ ხარხარის სმაილს ვერ ვიტან, ხმაურიანია და თავგამოდებული.
მე მიყვარს ეს სმაილები:
:angel: :devil::smirk: :blush: :***
სტიკერებში ჩემი ყველაზე საყვარელი სტიკერია ველოსიპედზე შემომხტარი თავაწეული და უდარდელი გოგონა.
ოღრაში ულვაშა ძია დიდი ღიმილით, ნივრის სუნიანი ღიმილია იმენა. რამე მექსიკური აქვს ნაჭამი. მექსიკელია ისედაც.
ინდაურების მულტფილმიდან ინდაური გოგონა სარკასტული სახით.
ინდური ცხოველებიდან ტუტუცი ვეფხვი და ამაყი ლომი.
და ირემი "oh... you are too kind..." და ეს ირემი კალათიდან რომ გულებს ისვრის კეთილშობილად.
აუუუ და აქ ერთი სმაილი. გთხოვთ, მასწავლეთ რაა როგორ დავწერო.
:qlibi: კიკინებიანი სმაილი რომ ფრჩხილებს იქლიბავს

და კიდევ ერთიც მასწავლეთ რააა -> დაბოღმილ წითელ სმაილს რომ თავზე ხელს უთათუნებს დამპალუსი მწვანე სმაილი. ეგეც მიყვარს...
პ.ს. და არ მევასება ფრჩხილებით გამოხატული გაღიმება. )) ეს.
This post has been edited by Estrella on 14 Aug 2018, 19:33