#53389995 · 7 Sep 2018, 19:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაცის ღალატი და ქალის ღალატი სხვადასხვაა არისო, რომ ამბობენ. აქ ის კი არ იგულისმება, რომ კაცს უფრო მეტი ეპატიება, ვიდრე ქალს. ან ის რომ კაცია და გაივლის და ამადაგვარი შეხედულებები. არამედ ის, თუ როგორ უყურებს საზოგადოება ქალს, რომელსაც ღალატობენ და კაცს, რომელსაც ღალატობენ.
ქალს შეუძლია საათობით გადაუშალოს გული თავის მეგობრებს და ლანძღოს თავისი ქმარი ამის გამო. მისი, როგორც წესი, ესმით და ებრალებად და ისიც ამ სიბრალურს ეძებს, რათა დაიცალოს უარყოფითი ენერგიისგან. მას შეუძლია მთელი ხმით იყვიროს, რომ მოღალატე ქმარი ჰყავს და როგორი უბედურია. და თუ ამის ნიადაგზე ქმარს გაშორდა, არავინ გაკიცხავს მას. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება მის გვერდით დაქალი, მეზობელი, თუ თანამშრომელი, რომელიც მას ოჯახის არდაგრევას ურჩევს და არც მაშინ გაკიცხავენ მას, თუ ქმარს აპატიებს ღალატს. პირიქით, ეს შეიძლება მისი დიდსულოვნებისა და სიბრძნის გამოხატულებად მიიღონ, ცხელ გულზე გულზე რომ არ გადადგა ნაბიჯი, აპატია ქმარს ერთი შეცდომა და ოჯახი შეინარჩუნა.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა კაცს ღალატობენ? ფიქრობთ, რომ ის თავის ძმაკაცებში, თანამშრომლებსა და მეზობლებში დაიწყებს ამის გარჩევას და ცოლის ლანძღვას, რათა თანაგრძნობა მიიღოს მათი მხრიდან? ასე შემთხვევაში შეიძლება მას დასცინონ. შეიძლება ის შეებრალოთ, მაგრამ კაცისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ის ეცოდებათ. ქალისგან გასხვავებით კაცი ვერ მოირგებს ტანჯულის და დაჩაგრულის იმიჯს. მან თუ ცოლს აპატია, ეს მის სისუსტედ და სიმხდალედ აღიქმება. კაცისთვის კი ძალზე მნიშვნელოვანია მისი რეპუტაცია. ამიტომ კაცი უფრო ნაკლებდ თავისუფალია, რომ ამ შემთხვევაში ის გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც მას "გული უკარნახებს" - ანუ, თუ უყვარს აპატიოს. ქალებისგან განსხვავით ასეთი პრივილეგია არ აქვთ. გარდა ამისა, პარტნიორის, და მითუმეტეს ცოლის, ღალატი გალებით უფრო მეტად უქვეითებს თვითშეფასებას კაცს, ვიდრე ქალს. მან შეიძლება თქვას უარი ქალზე, რომელიც უყვარს იმიტომ, რომ ეს უკვე ღირსების საკითხია.
--------------------
Es war ein, verzweifelter Versuch gewesen, das Schicksal zu bestechen.
|