ყოველთვის მევასებოდნენ რუს-ქართველის კომბინაციები. დედა - რუსი ან ზოგადად სლავი, მამა ქართველი. ეს არის ქართველი კაცის იდეალური ვარიანტი, ამ კომბინაციით მურთაზა ჯერ არ შემხვედრია არავინ, საერთო ენასაც ვპოულობ, რუსულიც იციან, რაც ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ძირითადად კარგად აღზრდილებიც არიან. არ არიან აგრესიულები, ძალადობისკენ მიდრეკილი და ა.შ.
სულერთია ვიღაც სამშობლოს მოღალატედ თუ ჩამთვლის ამის გამო, სუფთა სისხლის ქართველი კაცი ან არატრადიციულ-არამურთაზული აღზრდის პროდუქტი უნდა იყოს ან არა და მე პას. აღმზრდელი ბებია მაინც უნდა ჰყავდეს სლავი.

სუფთა სისხლის სლავ კაცებთან არ მქონია შეხება, მაგრამ შორიდან რა წარმოდგენაც მაქვს, არამგონია მომეწონოს თვისებებით, თან მსმელ კაცს ვერ ავიტან რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს.
ჩემი აზრით, რუსი ქალები კარგად ზრდიან ქართველ შვილებს. ზედმეტი დრამატიზმის გარეშე, უფრო ლაღად და თავისუფლად.
უცხოელებს მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობის იქით არ ვიცნობ.
არაბები, თურქები, ინდუსები და ა.შ. დახურული თემაა, თავის გზაზე გაუმარჯოთ, ალბათ ლატენტური რასისტი ვარ და ჯოჯოხეთში მოვხვდები ამის გამო.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყველაზე კარგი კაცები ქართველებს გვყავს კავკასიაში და ბავშვებით თუ ვიმსჯელებთ, მშვენიერი თაობა მოდის, სადღაც 20-30 წელიწადში საგრძნობლად შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისკენ.