ტიპები 85 გვერდი წერენ სისულელეებს და ლაპარაკობენ ქართველი გოგოების კომპლექსებზე და ამ დროს, თითქმის ყველა მათი პოსტიდან ისეთი კომპლექსები მოდის.
რა გოგოების კომპლექსებზე ლაპარაკობთ - ჯერ თვითონ ჩაიხედეთ სარკეში, მერე გარეთ გადით. მე ის მიკვირს, ან ასეთები როგორ არიან გოგოები და ვაბშე ქვებს არ ისვრიან. ###ებით არის სავსე ქვეყანა. ადამიანმა იმაზე უნდა იფიქროს, როგორ გადარჩეს, გოგომ რომ გაუღიმოს ბიჭს ქუჩაში, მაგას იმხელა ამბები შეიძლება მოჰყვეს იმ გოგოსათვის, სიცოცხლის ფასად თუ არა, შეიძლება მთელი ცხოვრების ტრამვად დაუჯდეს და რეებს წერთ, რას ბოდიალობთ. საქართველოსნაირ საზოგადოებაში, სადაც პირველ რიგში მამრები არიან დაკომპლექსებულები და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მდედრებიც დააკომპლექსონ, მეტიც, ვაბშე გაანადგურონ მორალურად, ლამის დაბადებიდან, იქ მე პირადად გოგოებთან ვერანაირი პრეტენზია ვერ მექნება. ადრე ვფიქრობდი-ხოლმე ჩმორები არიან მეთქი, მაგრამ ისიცაა, რომ ამ სიტუაციაში ბრძოლა ქალისათვის ძალიან, ძალიან რთულია, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს. მაშინ უნდა წავიდეს ქვეყნიდან და იქაც რას გადაეყრება ახალგაზრდა გოგო, კაცმა არ იცის.
"ფეისბუქზე" ეს პოსტი შემხვდა და მომეწონა.
სხვადასხვა კულტურების მატარებელ ხალხებს მთელს მსოფლიოში განსხვავებული მენტალური თავისებურებები ახასიათებთ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ქართველები არიან. ეს თავისებურებები ხშირად იუმორის ობიექტიც გამხდარა. რა უცნაურობები ახასიათებთ საქართველოში ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთთან ურთიერთობაში? ზოგოერთ მათგანზე ქვემოთ ვისაუბრებთ, რომელიც სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვის შედეგად შევკრიბეთ.
1. საქართველოში ხშირად ნახავთ 30 წლის ვიზუალურად საკმაოდ მიმზიდველ ქალს, რომელიც ქუჩაში დადის ისეთი ჩაცმული, რომ სექსმუშაკი გეგონება, "ფეისბუქზე" და "ინსტაგრამზე" ნახევრად გახდილი ფოტოები უდევს, მაგრამ ქალიშვილია.
2. ქართული ქორწილის ფოტოებზე იშვიათად ნახავთ, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდეს, კოცნა უმეტესად ლოყაზე მეგობრული ამბორით შემოიფარგლება, გარშემო მყოფების საერთო სიცილის ფონზე. ასევე, ქართველი ცოლ-ქმარი დამშვიდობებისას ერთმანეთს ლოყაზე კოცნიან, მაშინაც კი როცა არავინ უყურებთ.
3. ახალგაზრდა ქართველი ბიჭი ძმაკაცებში ყვება ისტორიას, როგორ იყო სექსმუშაკ ქალთან ბორდელში, რომელსაც ძალიან ლამაზი მკერდი ჰქონდა, მაგრამ მკერდზე ხელი ვერ მოკიდა, რადგან მოერიდა.
4. ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი სამი წელი იყვნენ ქორწინებაში და მხოლოდ განქორწინების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ქალიშვილი იყო.
5. ქართველი ბიჭი აკრიტიკებს ქართველ გოგონებს, თავისუფლები არ არიანო და ზუსტად მეორე წუთში, იწყებს მსჯელობას თემაზე, რომ ქალში მისი პირველი მამაკაცის გენეტიკური მასალა რჩება და ამიტომ ცოლად მხოლოდ ქალიშვილს მოიყვანს.
6. შუახნის მამაკაცს ნათესაობა ლანძღავს იმის გამო, რომ ცოლს გაშორდა, ხოლო მიზეზად მოიყვანა ის, რომ ცოლს მასთან სექსი აღარ უნდოდა. "პატიოსანი ქალი ყოფილა და მეტი რაღა უნდოდა მაგ შობელძაღლსო," - აცხადებენ ნათესავები.
7. ქართველი ცოლი ქმრის მექალთანეობით ამაყობს და დაქალებს უყვება, როგორ უყვარს მის ქმარს ქალები. იქვე ზიზღით ლაპარაკობს ვიღაც "ბოზ ქალზე," რომელსაც მისი ქმარი **ნავდა. სხვა შემთხვევა: ქმარმა ცოლს უღალატა და ცოლი ქმარზე კი არა, მის საყვარელზეა გაბრაზებული, ოჯახს მინგრევსო.
8. ქმარი ცოლის თანდასწრებით ამბობს, რომ რუსი ქალები მოსწონს და სიყვარულს რა ვუთხარი, რომ ქართველი მოვიყვანეო. ცოლს კი ქმრის ამ ხუმრობაზე გულიანად ეცინება.
9. ქართველი ბიჭი საძმაკაცოში, სექსზე გულახდილი საუბრისას აცხადებს, რომ ქართველი გოგოები კომპლექსიანები არიან, რადგან მინეტის გაკეთებაზე უარს ამბობს, ხოლო იქვე საუბარში ამბობს, რომ არასოდეს გაკეთებს კუნილინგუსს გოგოს, თუნდაც ის ანჯელინა ჯოლის გავდეს.
10. ცოლი ამაყად უხდის მადლობას ქმარს "მისი ხასიათის გაძლებისთვის," ქმარი ცოლის სიტყვას უსიტყვოდ ისმენს და ბედნიერება აფენია სახეზე, ამ დროს კი არცერთს არ მოდის აზრად, რომ თუ ასე ფიქრობენ, რომ რომელიმეს "გასაძლები" სჭირს, მაშინ არც უნდა იყვნენ ერთად.
11. ერთად შეკრებილი რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს უხნის, თუ როგორ უნდა შეაბას გოგო და შებმის მთავარ პრინციპად მიიჩნევს იმას, რომ გოგოს უნდა დაუქვეითოს თვითშეფასება, თანაც ეს გააკეთოს ტექნიკურად, რათა ის გოგო არათუ "დაიკეროს," არამედ აქეთაც დარჩეს მადლობელი, რომ ამ მამაკაცმა ყურადღება მიქცია.
12. ახალდაქორწინებული ქართველი ცოლ-ქმარი ოროთხიან ბინაში ცხოვრობენ დედამთილთან, მამამთილთან, ქმრის ბებია-პაპასთან, ქმრის ძმასთან, დასთან და ცოლის სოფლიდან ჩამოსულ, მათთან დროებით მცხოვრებ რამდენიმე ნათესავთან ერთად. მთელ ამ საზოგადოებას კი უკვირს, ახალმოყვანილი პატარძალი რატომ არის ასეთი აგრესიული.
13. ქართული ჰარმონიული ოჯახი ურთიერთობებში მეგობრებს ან ნათესავებს უფრო ჰგვანან ვიდრე ვნებიან წყვილს, არაჰარმონიული - მოსისხლე მტრებს.
14. ქართველი გოგოს ნათქვამი - ქალიშვილი იმიტომ ვარ, რომ ბიჭებმა იციან, პატიოსანი გოგო რომ ვარ და არ მკადრებენ სხვანაირად შემოხვედავას ან საქციელსო.
15. ქართველი ბიჭის ნათქვამი - პატიოსან გოგოს არ გავაფუჭებ.
16. ქართველი მამაკაცის ნათქვამი - ცოლად ლამაზ ქალს არ მოვიყვან, არ მინდა ჩემი ცოლის მო**ვნაზე ბევრი კაცი ოცნებობდეს.
17. ქართველი მამაკაცის ნათქვამი - ცოლად საშუალო გარეგნობის ქალი უნდა გყავდეს, საყვარლად - ლამაზი.
18. ქართველ ბიჭებს მოსწონთ ლამაზი გოგოები, მაგრამ ცოლად მოჰყავთ "ჯიგარი" გოგოები, სასურველია მდიდარი სიმამრით.
19. ქართველი ქალისათვის "ოჯახის დანგრევა რთულია".
20. ქართველი გოგონა ქმარს იმპოტენტობის გამო გაშორდა და ამის თქმა რცხვენია, ხალხმა არ იფიქროს, ბოზიაო. ამიტომ მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს.
This post has been edited by lamber_man on 14 Oct 2018, 06:50