კაცი რომ ასე კარგად იცნობდეს ქალის ბუნებას ძალიან იშვიათია.
ბრავო.
ამ საღამოს რას აკეთებ?
მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვარ საქართველოში.
მოკლედ მეგობრებო უცხოეთში ხდება ეს ამბავი.
მე ისეთი ვიზა მაქვს ამ ქვეყნიდან რომ გავიდე ვიზა მიფუჭდება, ანუ უკან ვეღარ დავბრუნდები.
მართლა არ მშურს, საერთოდ არაფერ შუაშია ეგოიზმი და შური. გოგოებსაც რომ არ გესმით ისაა გასაკვირი თორემ ბიჭებს კიდე ჯანდაბას.
უცხო ქვეყანაში, მარტო, მეგობრების და სანათესაოს გარეშე უნდა იჯდე სახლში და უყურო, როგორ ერთობა შენი საყავრელი ადამიანი სხვებთან ერთად.
რეალურად გართობა კი არ მინდა, მასთან ერთად ყოფნა მინდა, ის ფაქტი რომ მე ვერ შევძლებ მასთან ერთად გავატარო დრო , ერთად ვნახოთ საინტერესო ადგილები, ერთად გადაგვხდეს თავგადასავლები, ეს მწყვეტს გულს ყველაზე მეტად.
ის ვერ ხვდება ამას, 4 დღით მივდივართ სულო, მალე დავბრუნდებიო, მერე ერთადაც წავიდეთ სადმეო.
მაგრამ ამ ყველაფერს აღარ ააქვს მნიშვნელობა.
რაც შეეხება გოგოს მხირდან მოთხოვნას რომ დარჩეს, ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ, ბიჭი თვითონ უნდა ხვდებოდეს როგორ მოიქცეს,
ჩემგან სწავლება და მოთხოვნა რომ სჭირდება ასეთი ურთიერთობა სრულიად უინტერესოა ჩემთვის. ამიტომ არც ერთი წუთით არ მითქვამს მისთვის გთხოვ არ წახვიდე მეთქი. რომ ვუთხრა არ წავა, მაგრამ ჩემთვის ასეტ ურთერთობას უკვე აზრი აღარ ექნება.
მან უბრალოდ ნახა თუ როგორ მწყდება გული რომ ვერ მივდივარ, და თვითონ მითხრა აქეთ, მეც დავრჩებიო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.
ეს კიდევ უარესია, ბიჭი რომ პირობას დებს და მერე არ ასრულებს.
ხოდა წავიდეს და ისიამოვნოს, ამაში არაა პრობლემა, უბრალოდ ჩემი გული მის მიმართ აღარ იქნება ისე ძლიერ მიმნდბი და ერთგული როგორც ადრე, მეც ბევრ რამეში დავიკდებ ცხოვრების მანძილზე და წააგებს ბევრ რამეს.
ამას სპეციალურად არ გავაკეთებ, უბრალოდ გული სხვანაირად ვერ მუშაობს, თუ ვერ გრძნობს საკამრის თავდადებას, არც თვითონ მოიკლავს თავს სხვისთვის.
ასე რომ კი შეიძლება ვუყვარვარ, შეიძლება ეს არაფერი ტრაგედია არ არის, მერე რა, სხვაგან წავალთ ერთად და ბლა ბლა ბლა,
მაგრამ ფაქტია მისი ეს ნაბიჯი გულს მიტეხს.
და ის დღეები როცა მე სახლში ვიჯდები და ფეისბუქზე დავათვალიერებ მათ ფოტოებს , უკვალოდ არ ჩაივლის.
This post has been edited by VAMPIRE_W on 13 Sep 2018, 05:55
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...