~Annabelle°Haunting~
შესანიშნავი გოგოა! ჭკვიანი, განათლებული, აზრიანი, გონებამახვილი, ხალისიანი და უზომოდ საინტერესო

sაlოmეa
ლამაზი, თავისუფალი, ენამოსწრებული. ძალიან საინტერესოდ წერს.

jurnalistka
დადებითი აურა აქვს. გინდა თუ არა დადებითად განგაწყობს. მშვიდობიანი და საინტერესო. მტრად მოსულს - მოყვარედ აქცევს
marimari11
ლამაზი და სამართლიანი. სიტყვა-პასუხი არ ეშლება
ლაპლანდია
მრავალმხრივ ნიჭიერი. საინტერესო, იუმორის გრძნობა +10. ძალიან მაგარ სურათებს იღებს, ასევე დარწმუნებული ვარ გემრიელ ნამცხვრებს აცხობს.. ...მგონი კიდევ უამრავი რამ შეუძლია რაც არ ვიცი - ჯერჯერობით

თორნიკეე
კაი კაცი. ძალიან საინტერესოდ წერს. იმედია მის გიტარაზე დაკრულსაც მოვისმენ
_Pablo_
კაი კაცი. : ცხოვრების სიღრმისეული ანალიზი შეუძლია. კარგად ხატავს... კარგად ერთობა

LooLaa
საუკეთესოა საუკეთესოთა შორის

KickOff
კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს
t-90
დიდი პოსტები აქვს.... ძალიან დიდი პოსტები.... უუუუუუუზომოდ დიდი პოსტები. ეტყობა საინტერესო ადამიანია და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად დროს არ იშურებს.
littlemiss
კაი გოგოა. საინტერესო აზრები აქვს.
woman_
კაი გოგოა ყველა მხრივ. საინტერესო, თავისებური ტიპი აქვს დაჭერილი. ზუსტად ერთსა და იმავე დროს გარდაგვეცვალა უახლოესი ადამიანი და "მე და ჩვენ"-ში, რომ ვკითხულობდი მის ნაწერებს მეგონა ჩემს თავს ველაპარაკებოდი ://
პითონი
კაი კაცი. მწვადების მასტერი. ფორუმის ერთერთი ყველაზე დიდი ტროლი (ყოფილი)

<<Innamorata>>
უზომოდ საინტერესო გოგო. გემრიელ საჭმელებს აკეთებს. გემრიელად ერთობა. კარგად მუშაობს. საინტერესოდ წერს. იცის ცხოვრების ფასი

alexxv
კაი კაცი. საქციელი არ ეშლება. respect
<casablanca>
კაი გოგოა. იცის რა არის თავმოყვარეობა. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი.
sanfol
წარსულში კატასტროფული დაშორების შემდეგ - დალაგდა და გაიზარდა. საინტერესო პოსტები აქვს
საილერი
საინტერესოდ წერს და ეტყობა ნიჭიერიცაა.
თოვლი_
ეზოთერულად კარგი იუზერი.
LTC100
ერთერთი ფავორიტი იუზერია. პოსტებს რომ ვკითხულობ სულ დადებითად განმაწყობს.
GeorgeSword
რაც უფრო ახლოს ვიცნობ მით უფრო მეტ საერთო ინტერესს ვნახულობ. კაი კაცი
Estrella
საინტერესო იუზერი. ბოლომდე ვკითხულობ მის პოსტებს თუ დრო მაქვს

traxtanbergi
უსათაუროულად დადებითი იუზერი. პოსტვის თავისებური მანერა აქვს და ვკითხულობ ხოლმე
არისტოტელე999
ასევე საინტერესო პოსტები აქვს და საქციელითაც მაგარი იუზერია

ბიჭური
გასხივოსნებული არ ითქმის. გადასხივოსნებულია. სამ გალაქტიკას ეყოფა მისი სინათლე
holden kolpildi
უმაგრესი იუზერი, საინტერესო წერის მანერით. ჩემი საყვარელი გმირის სახელი აქვს ნიკად არჩეული. უხსოვარი დროიდან მოყოლებული ვკითხულობ მის პოსტებს
This post has been edited by დაშლიი? on 27 Sep 2018, 07:08