salamander_rმე მგონია რომ ექსცენტრიულთან ერთად ხარ ეგოცენტრიკი და ასევე სიმსუქნისკენ მიდრეკილი.
ჯიმ"მორისონიშენ იმენა მარტოსულობას განიცდი.
თოვლი_სარკასტული,დახვეწილი და ერუდირებული ტიპი,ემპათიის უნარით დაჯილდოვებული,გამჭრიახი და ირონიული.
sაlოmეaშენც კაი მარტოსული ხარ,ხშირად ატარებ ნიღაბს,მაგრამ მერე თვითონვე გბეზრდება და მოისვრი ხოლმე შორს შენგან.
~Annabelle°Haunting~სევდიანი,მუდამ რაღაცის მაძიებელი,პირადში ინფანტილური,თუმცა ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით ცდილობ ეს გამოასწორო,ერუდირებული,ნიჭიერი ენერგოვამპირი.
<<Innamorata>>სასიამოვნო აურის მატარებელი,ქალი პოზიტივი და ქალი ფილარმონია,მაგრამ ხანდახან მოსაბეზრებელი თავისი უკიდეგანო ემოციურობით.
პ.ს.ისინი დავწერე,ვისი პოსტებიც თვალში მხვდება როცა შემოვდივარ ხოლმე,რა თქმა უნდა ნახევრად იუმორითაა ნაწერი,სერიოზულად არ მიიღოთ.
ვიცი არავის უთხოვია,მაგრამ ეს ისე იყოს პროსტა,სამაგიერო დახასიათებას არ ვითხოვ,მადლობა ყურადღებისათვის