salamander_rკარგი დავიწყოთ.
საკუთარი თავისგან ბევრს ითხოვ, ალბათ რამდენსაც საკუთარი თავისგან ითხოვ, იმდენს ითხოვ სხვებისგან.
უცნაური რამე უნდა ვთქვა. აი არ გიყვარს საკუთარი თავის კრიტიკა მაგრამ შეიძლება შენს კრიტიკას უსმინო და კარგა ხანს ყლაპო, შეიძლება საშენოდაც გამოიყენო, რაღაც სამართლიანი იპოვნო. ხზ მაგრამ ამიტომ კი არ აკეთებ, პროსტა შეგიძლია რომ აიტანო და ცივი გონებით განსაჯო. ხზ.
პირველივე შთაბეჭდილება არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც არ იყოს დაფუძნებული. არ შეგიძლია სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაც მგონი. ძნელად ხდება დამსხვრევა?
კარგი მეგობარი ხარ, ოღონდ ეგ მეგობრებმა არ იციან. შენც ასე ფიქრობ რომ არ იციან. პლიუს ამას ბოლომდე ვერ დუნდები გოგო მეგობრებთან, დაძაბული ხარ, ყველაზე კარგი გინდა იყო მანდაც და კიდევ იქ სადაც ბევრი მამაკაცია და ბევრი ქალი, ყველას გინდა სჯობდე უბრალოდ ამას არ ავლენ. თორემ იმათზე მეტად გინდა, რომლებიც აშკარად ცდილობენ ხოლმე მაგას. ასე მგონია.
სიყვარულების და უწუპრუწუები ძალიანაც გინდა, მაგრამ მანდაც მაგარი კრიტიკოსი ხარ და რომ არ გადაიღალო პრინციპში ავტობუსმა რომ გაიტანოს შენი ბოიფრენდი ორი დღე იტირებ, შეიძლება არც კი იმიტომ რომ ეგეთი ურთიერთობა ხზ, არ გექნება შენ, რომ გქონდეს გამიკვირდებოდა შენგან. იმიტომ რომ მაგ სურვილთან ერთად რაც ზემოთ დავწერე, პრაგმატული ხარ ძალიან, გირჩევნია საკუთარი თავის განვითარებას, კარიერას - სამსახურს დაუთმო, ვიდრე სადმე დრაგების ქვეშ თუ არა ალკოჰოლის ქვეშ მეგობარ ბიჭთან ან გოგოსთან იქნები. იმიტომ რომ მგონი გოგოებიც გევასება შენ. ჰმ, ვიღაცას მაგონებ.
სახლში ზარმაცი ხარ, დიდად არ გიყვარს დალაგება, მაგრამ დიდად არც ურევ. მათემატიკური სიზუსტეები და ეგეთი წიკები არ გაქვს, მაგრამ სულ მილაგებული გაქვს ოთახი იმიტომ რომ არ ურევ.
რომ დაბერდები მაგ დროზე ხშირად ფიქრობ ხოლმე და ვფიქრობ რომ კარგი, მშვიდი და უზრუნველყოფილი სიბერე გაქვს წარმოდგენილი. მიხარია, მეც ვფიქრობ რომ ეგრე იქნება. :დ
ოჯახში ძალიან მშვიდი და თავშეკავებული იქნებოდი ყოველთვის ვიდრე გარეთ, მეგობრებთან მაგალითად. მაგრამ მგონი ამ ორიდან სახლში გირჩევნია ყოფნა, მყუდროთ.
სამაგიდო თამაშები გეცოდინება, მაგრამ ალბათ იშვიათად თამაშობ, ამყოლი არ გეყოლება, შეიძლება გყავს. იავცი.
ოთახის ყვავილი გექნება, რამე ისეთი ხშირად რომ ყვავის.
თეორიების ხლართვა გეყვარება, ალბათ შენებური გამოსავალიც გაქვს ნაპოვნი იმის თაობაზე თუ რა უნდა ქნას კაცობრიობამ უფრო სწრაფად რომ განვითარდეს, თან ყველა თანაბრად. ხზ, შორს იქნებოდი წასული. :დ ზოგადად ფიქრი გიყვარს, მოსმენა გიყვარს, ინფორმაციის მიღება უფრო გიყვარს ვიდრე გაცემა.
ალბათ ფიქრობ რომ შენ გაცილებით უკეთესი წარმოდგენა გაქვს ჩემზე ვიდრე მე მგონია და ეს ჯილდოც არის.

ან ხო კაი ჯილდოთ არ თვლი.
ცნობისმოყვარე ხარ. ლოგიკურია ხო მარა სხვა რამეს ვგულისხმობ. ფილმები გიყვარს, წიგნებიც ასე თუ ისე, დიდად ვერ იცლი. მახსოვს ასტროლოგიითაც ზედაპირულად მაგრამ მაინც იყავი გატაცებული და ყველა შენი გატაცება არ ვიცი, მგონი ვიცი. ფოტოგრაფია მოგწონს ისეთ პონტში რა, მაგ მხრივ არ იზრუნებ რომ განვითარდე, აი როგორც ასტროლოგია.
ბევრი რამე არ არის შენთვის ზედმეტი ზოგადად მოდი ჰა სამყარო ვთქვათ, ანუ ძალიან მრავალფეროვანია ის სამყაროც როგორშიც იცხოვრებდი, ნაგვის ადგილიც არის მგონი.