მე იმის თქმა მინდოდა, რომ რომც უწყობდეს ვიზუალი, თუ თავისუფალი ტიპი არ იქნებოდა, ვერაფერს მიაღწევდა და აი, მაგას დაჟე ვიზუალიც არ უწყობდა ხელს და რადგან თავისუფალი და უკომპლექსო ქალია, ნუ მაგას ქართული ტემპერამენტიც ემატება, მაგიტომაც მიაღწია რუსეთში ყველაფერს: კარიერა, ფინანსური მდგომარეობა, ახალგაზრდა, სიმპატიური ქმარი, ორი ძალიან ლამაზი, ანგელოზივით შვილი (პირველი ქორწინების გარეშე გააჩინა, მერე გათხოვდა და იმ ბავშვსაც ქმარი უზრდის ისე, როგორც თავის ბიოლოგიურ შვილს, ისე).
ძაან ბუნებრივი ქალია ისე თეონა, ანუ კი არ ცდილობს რომ ასეთი იყოს, თავისთავად არის შინაგანად თავისუფალი და ამიტომ ძალიან პოზიტიური აურა აქვს, თუმცა, მაგას საქართველოში რომ ეცხოვრა, მაგრად დათრგუნავდნენ ქართველები და დააკომპლექსებდნენ.
ანუ, როგორც უკვე დავწერე, თუ ქართველ ქალს უნდა რომ რუსეთში რამეს მიაღწიოს, თავისუფალი ტიპი უნდა იყოს, ტრადიციული, შებოჭილი ქალი, ვერაფერს იზამს. თუნდაც დიანა ღურწკაია, ეგ კი იყო პატიოსანი, მაგრამ ხომ ნახეთ თუნდაც მაგ ინტერვიუდან, ქმარი მაგ თვისებებს და კონსერვატიულობას სულაც არ უთვლის დადებითში, პირიქით, ამბობს საშინელი ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც მიყვარსო.
ის ჟურნალისტი რა გვარია დამავიწყდა, "ეხო მოსკვის"ჟურნალისტია თუ რადიო "თავისუფლების", რუსი, მაგას ჰყავს ცოლად ზურაბ ჟვანიას ცოლის, ნინო ქადაგიძის და.
მოცეკვვავე ნინო ლეჟავას ჰყავს თუ ჰყავდა კიდევ რუსი ქმარი. ესე ნელ-ნელა მახსენდება.
ისე, კიდევ რა გამახსენდა: განსხვავებით თანამედროვე პერიოდისგან, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცეს დასაწყისში, ქართველ არისტოკრატიაში რუსი აფიცერი ითვლებოდა ან სასურველ სასიძოდ, ან უბრალოდ ჩვეულებრივ მიღებულ მოვლენად - ქართველები რუსებზე უპრობლემოდ ათხოვებდნენ გოგოებს. ნინო ჭავჭავაძის გარდა, იყვნენ სხვებიც, ნაკლებად ცნობილები.
ლორთქიფანიძის მოთხრობა "შელოცვა რადიოთი" თუ გახსოვთ - საინტერესო სიუჟეტი აქვს - ქართველ გოგოს ელას, ოჯახი გაათხოვებს რუს ოფიცერზე, გრაფ ბორნეკოვზე. ხოდა, მიჰყავს ეს ქართველი ცოლი იმ რუსს მატარებლით თავისთან და ღამე რომ გამოტყვრება, თავის მთელ საძმაკაცოს შეიყვანს ცოლის საძინებელში, საბანს გადახდის და მეგობრებს აჩვენებს შიშველ ქალს, ნახეთ რა მაგარი ცოლი მყავსო. გაექცევა მატარებლიდანვე ეს გოგო ქმარს. გენიალური მოთხორბაა ისე ეგ, საინტერესო ქვეტექსტებით.
ეს ჭურჭლის დარეცხვა კიდევ რა ტრაგედია გახადეთ. ცოლი ან დედა თუ არ გყავს სახლში, ან არ სცალია, ან დაღლილია, რატომ არ უნდა დარეცხო ჭურჭელი. აბა ნეხვში ხომ არ იჯდები

ვაჟკაცურად
This post has been edited by lamber_man on 19 Oct 2018, 07:44