არ მსურს წარსულში დაბრუნდება რამის შესაცვლელად ან რამის განსამეორებლად
არც მომავალში მიმეჩქარება სადმე რამე ვითარებაში.
ჩემი ასაკი მომწონს? მებევრება? მეცოტავება? სულ ერთია რამდენი წლის ვარ. არც ვიცი...
მაგრამ აი ჩემი სხეული კი მინდა გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც 16 წლის ასაკში იყო, ოღონდ 2007 წლის აპრილამდე.
რადან 2007 წლის 16 აპრილს ჩემს პირველ შეყვარებულს დავშორდი და ისეთი ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს,
წონაში მოვიმატე და სტრიები გამიჩნდა, ნერვიულობაზე ფრჩხილები დამისტუსტდა და თმა დამცვივდა.
ძლივს გამოვედი იმ მდგომარეობიდან, მთელი სამი თვე ვარჯიშში და ჯანსაღ კვებაში გავატარე, რომ ისევ გავლამაზებულიყავი.
მე კი ვარ ახლა ჩიტივით და უკეთესი გავხდები, ისედაც მაქსიმუმ 24 წელი მომცენ.
მაგრამ ვის გამოც ეგ სტრიები გაიჩნდა და ვკვდინდებოდი,
კია ასაკზე კაი გვარიანად დიდ ვიდზე, მოუვლელი, სმისგან და სიგარეტისგან გაბჟუებული კონსერვი გახდა.
აწი უარესი გახდება.
და ტვინს მიბურღავს ბოლო ლამის 4 წელია შენთან მინდა შენთან მინდაო,
იმიტომ რომ ფსიქიკურადაც დაცურებული აქვს ტიპს, განა ჩემთან უნდა მართლა.
აიიი, თუ არა! კარმა იზე ბიიიიჩ, კარმა იზე ბიიიიჩ...

:finger_clap:
პ.ს. ვითომ ხომ ვხუმრობ, თან ამ თემაზე ამ კუთხით არ მიფიქრია და საერთოდ არც ვფიქრობ.
მაგრამ საინტერესო იყო დაკვირვება თუნდაც ჩემს თავზე და მომხდარ ფაქტზეც.
ადრე სულ ვამართლებდი ხოლმე, ობიექტურად ვუდგებოდი ანუ.
ახლა კიდევ დავცინე და სუბიექტურად, აღვიქვი.
მაგრამ დებილობა იყო.
სინამდვილეში სულაც არ მადარდებს არც სტირები და არც ის მიხარია, რომ დაბერებულია თვითონ.
სულ ერთია. მაგრამ წერის მუღამში კარგად დაიწერა
This post has been edited by Estrella on 31 Oct 2018, 19:10