მართალი კაცი ხარ, მაგრამ ეს სიმართლე უმრავლესობისთვის ნაკლებად მომხიბვლელი რომ არის, მგონი აქაური პოსტებითაც ხვდები.
Well, შეიძლებოდა კვლევის მოყვანა, ატიტუდების გაზოვა და ა.შ., მაგრამ რახანც ქმ-ში ვართ და არა სხვა განყოფილებაში, ისევ ხალხური სიბრძნით შევეცდები ახსნას. ხალხური სიბრძნე კი ამბობს, რომ: ,,Мужчины любят глазами, а женщины ушами".
ამ ფენომენის ახსნაში ჩემი ,,გაგების" კონცეფციაც კი დაგვეხმარება. აი, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, როდესაც ვიღაც ძალიან მოგწონს, რისი მოსმენა გინდა მისგან?
ის რომ კარგი მონაცემები გაქვს, შენში სერიოზული Vanilla ურთიერთობების პოტენციალს ხედავს თუ იმის, რომ შენ მისთვის განსაკუთრებული ხარ, აქ და ახლა?
შენი ფსიქო ტიპიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ პირველი ვარიანტი უფრო რაციონალურად მოგეჩვნება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ქალების და არამარტო, დიდი ნაწილისთვის მეორე ვარიანტი უფრო სასიამოვნოა.
გარდა ამისა, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც საოცნებო სამუშაოს გასაუბრებაზე ზიხარ და გეკითხებიან, რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა, რას ეტყვი? იმას ხომ არ ეტყვი, რომ მართალია ამ მომენტში ძალიან მაგარი შეთავაზებაა, დაგეხმარება კარიერულ წინსვლაში, ანაზღაურებაც საოცნებოა, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ყველაფერს გასწავლიან, მათგან წახვალ და შენს ბიზნესს დაარსებ? მგონია, რომ ასეც რომ ფიქრობდე, გასაუბრებაზე, აქცენტს კარიერულ წინსვლაზე, მათგან უნარ-ჩვევების მიღებაზე უფრო გააკეთებ, ვიდრე იმაზე რომ მთელი ცხოვრება არ აპირებ, თუნდაც ასეთ dream job-ზე მუშაობას. დამსაქმებელიც ფიქრობს, კონკრეტულ დროს შენგან რას მიიღებს მის მიერ დახარჯულ რესურით.ვფიქრობ, falling in love-ის საწყისს ეტაპზე, შენი პოზიცია, ქალების დიდი ნაწილისთვის, იგივე მნიშვნელობას ატარებს, რაც გასაუბრების ქეისი.
თანაც, კიდევ ერთი მომენტია, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, ხარ 7+, გაიცანი 9-იანი, რომელიც მოგწონს ფიზიკურადაც და ინტელექტითაც,
რაზე დაიწყებ ფიქრს, როგორ ეცდები მისთვის თავის მოწონებას? ამასთანავე, შენ გარდა სხვა კანდიდატებიც არიან. ეტყვი, რომ თავისნაირ 9-იანზე უარი უნდა თქვას და შენთან, 7-იანთან, თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები გაატაროს, ისე რომ რაღაც დიდის იმედი არ ჰქონდეს? ასეთი მარკეტინგით, რამდენად რეალური შანსები გექნება, რომ შენ აგირჩევენ?
ერთი ბრძენი კაცი ამბობდა, რომ ჩვენ რისკის საზოგადოებაში ვცხოვრობთ, თანამედროვე სამყაროში აცნობიერებ იმის რისკს, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება ჩამოინგრას: ეკონომიკურმა კრიზისმა უსამსახუროდ დაგტოვოს, ომმა ყველაფერი დაგაკარგვინოს, ატომურმა ბომბმა გარემო დააბინძუროს და მერე ამ დაბინძურებულ გარემოში დაავადდე და ა.შ. რომანტიკული თეზა, ,,One Love, One Life"- წინა საუკუნეებში და რომანტიკოსთა გულებში დარჩა, თანამედროვე ადამიანი კი ,,აქ და ახლას" უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
არსებობს რაღაცები რაც იმდენად ნათელია, რომ არ ვლაპარაკობთ ხოლმე. ურთიერთობის დასაწყისში, არ მგონია იმას ფიქრობდე, რომ აუცილებლად ამ ადამიანთან გინდა დაბერება და მთელი ცხოვრების გატარება. უფრო იმას ფიქრობ, დღეს რა ბენეფიტს მიიღებ მასთან ურთიერთობისგან, რამდენად შეუძლია, დღეს, გაგაბედნიეროს. ურთიერთობების რაციონალიზაცია, განსაზღვრა რა დონემდე იქნება შენი, კონვენციონალიზმი და ა.შ. ჩემი მოკრძალებული აზრით, სიყვარულთან დაკავშირებულ მაგიას თუ ვნებას კლავს. ,,არ მინდა შევიზღუდო/შეგიზღუდო თავისუფლება", კი ჟღერს როგორც ,,you're not good enough for me". შეიძლება მართლაც ასე იყოს და ქვეცნობიერის დონეზე გრძნობდე ამას.
თუმცა შეიძლება 8-იანს ისე მოექცე, იმდენად აგრძნობინო მისი ფასეულობა, რომ მყარ 10-იანად ტრანსფორმაციასაც კი შეუწყო ხელი. ასევე, შეიძლება იგივე 8-იანს 4-იანამდეც კი ჩამოუყვანო თვითშეფასება. სოციალური ფსიქოლოგიიდან, ადამიანების დიდი ნაწილი, ისეთ ტიპებს ირჩევენ, რომლებიც მათში ღირებულებას ხედავენ და არა იმ ტიპებს, როლებიც მიანიშნებენ, რომ, ბაზარში, მათნაირი ვედრო ლარადაა. ლატენტურ დონეზე, ამას აკეთებ, როცა დასაწყისშივე ურთიერთობის ტიპს და ხანგრძლივობას საზღვრავ. ამიტომაც უმრავლესობას არ ესმის შენი.
გარდა ამისა, ფილოსოფიაში თავისუფლების, ძირითადად, ორნაირი გაგება არსებობს: თავისუფლება რაღაცისგან და თავისუფლება რაღაცისთვის. როდესაც წნეხს და ნეგატივს განიცდი, გიჩნდება გათავისუფლების სურვილი, თუმცა როდესაც პოულობ შენთვის მიმზიდველ რეალობას, შენი წარმოდგენა თავისუფლებაზე შეიძლება, სრულად, გადაფასდეს.
არ ვარ ოჯახის ინსტიტუტის აპოლოგეტი, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ეროვნული მენტალობა თუ კულტურული კონტექსტი ქორწინების ისეთ ხატს ქმნის, რომ ეს არის ერთი მხარისთვის, ვინმეს დაბმის და სწენკის ჩადგმის საშუალება, მეორე მხარისთვის კი ბორკილები. არადა, ორივე მხარე თმობს თავისუფლებას, მაგრამ როგორ აღიქვამთ ამ თავისუფლების დათმობის აქტს, ეს არის მთავარი. ამ ადამიანთან ყოფნისას, როგორ აფასებ შენს თავისუფლებას- რაღაცისგან თავისუფლებად თუ რაღაცისთვის თავისუფლებად- ესაა მნიშვნელოვანი
პრინციპში, რომ დავბერდები და ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, შეიძლება ყველაზე ღირებულად ვიღაცასთან გატარებული 3 თვე მიმაჩნდეს და არა სხვასთან გატარებული 20, სტაბილური, წელიწადი.თან მაშინაც იმაში დარწმუნებული ვიქნები, რომ იმ სამი თვის მანძილზე არ შევიწყენდი თავს იმაზე ფიქრით: თუ რამდენი შვილი გვეყოლება, რით დამთავრდება ეს ურთიერთობა, რა დონემდე შემოიჭრება ჩემს ცხოვრებაში და ა.შ. არამედ, კონკრეტულად, იმ ურთიერთობებით დავტკბებოდი.
P.S. არ ვაპირებ ამ თემაში კამათს. ქმ-სთვის, ისედაც ბევრი დავწერე. კამათით, სხვა განყოფილებებში ვიკამათოთ, თუ რამეა.