ამას თუ პროსტა შეგნებულად ამბობენ, გოგოების ჯინაზე, როგორც იციან-ხოლმე ჩვენში, კიდევ არა უშავს და თუ მართლა სჯერათ, ან ასე ეჩვენებათ ტიპებს, ვინც ამას წერს მამრი, ეს იმენა კატასტროფაა

ვინმე მდედრმა რომ თქვას, სადღაც გავუგებ.
ამდენი ანგელოზივით გოგო დადის და ამდენი მოჯღანული, თავბრტყელი მამრი (გინდა მასაში, გინდა ინდივიდუალურად) "უფრო ლამაზი" რომ მოგეჩვენება.
მაგრამ საქართველოში მამრებს მამრები უფრო ევასებათ მგონი ან თავისი თავები ეჩვენებათ მაგრები და ძალიან უყვართ ქალზე თავის დამეტება და მისი დამცირება.
მამრების უმრავლესობას საქართველოში რომ კითხო, საქართველოში ყველაზე ლამაზი ადამიანების სურათები მაჩვენეო, თავისი ძმაკაცების ფოტოებს გაჩვენებს.

გოგოებს რაც შეეხება, ჩრდილოეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, მასიურად ლამაზი ქერა ხალხი რომ იჩითება, ძალიან ლამაზი გოგოები გვყავს, პროსტა არ ვაღიარებთ. ისეთ ქვეყნებზე უთქვამთ ტიპებს, აუ მაგარი ქალები ჰყავთო, ჩავსულვარ და აღმომიჩენია, რომ უმრავლესობა ძალიან ბანძია და ქართველი გოგოები მილიონჯერ სჯობიან, ინდივიდებიც და მასაც. აი, ისე სჯობიან, რომ შედარებაც შეურაცხყოფაა.
მაკიაჟი და ჩაცმულობა ახსენეს და არც ეგაა დიდი პრობლემა, უარესებიც მინახავს

მამრებში ვიზუალის მხრივ დიდი პრობლემაა მასიური, ფაქტობრივად, ქართველებისთვის დამახასიათებელი სიმელოტე და ღიპიანობა ან პირიქით, ზედმეტი სიგამხდრე. კიდევ სიარულის მანერა - ბიჯო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რა მაიმუნივით წახრილი და კისერწაგრძელებული დადიხარ, ტო, რას გავხარ. ცოტა ადამიანურად გაიარე.
მაგრამ ზოგადად, ქართველებს გოგოებიც ბევრი გვყავს ლამაზი და ბიჭიც სიმპატიური - ანუ ბაზა კარგი აქვთ.
ჩვენთან პრობლემაა მასიური მოუვლელობა. ბოლო დროს უფრო თითქოს მომრავლდა მოვლილი ხალხი, მაგრამ მაინც დიდი პრობლემაა და ამის მიზეზი უფრო უფინანსობაა.
ამას წინათ მეტროში სამი გოგო იჯდა ჩემს წინ - რომ ამბობენ, მაკიაჟიო. არცერთს არ ჰქონდა მაკიაჟი, მაგრამ რომ ჰქონოდათ, ცუდი რით იქნებოდა. ისეთი ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდათ, მაკიაჟი უფრო მეტად გამოუკვეთავდათ. ჩაცმითაც მაგარი საცოდავად ეცვათ. ვუყურებდი და გული მწყდებოდა. თან ძაან დეპრესიული გამომეტყველება ჰქონდა სამივეს. ქართველებს მძიმე ხასიათი გვაქვს და ახლანდელი გარემო უფრო გვრთგუნავს და წარმომიდგენია, ქალებისთვის რა მძიმეა კიდევ ეს ყველაფერი, მით უმეტეს, ახალგაზრდა გოგოებისთვის.
მსოფლიო თავის მოვლის ისეთ საშუალებებზეა გადასული, გინდა პლასტიკურები აიღე, გინდა მაკიაჟი, გინდა ჩაცმა-დახურვა, ხელოვნურად ადამიანის გალამაზება, ფაქტობრივად, ახალ ადამიანს ქმნიან ვიზუალურად და მასიურად ხდება ეს და ჩვენთან გოგოებს, გინდა ბიჭებს, კბილის დაპლომბვის და ცოტა ნორმალური ტანსცმლის ფული არა აქვთ. პლუს, ერთვის მძიმე სტრესული ცხოვრება, თავისი ასაკისთვის შეუფერებელი ჯაფა და მაინც მშვენივრად გამოვიყურებით.
* * *
ისე თბილისში რა ქუსლიანების და კაბების ჩაცმაზე ლაპარაკობთ - 20 მეტრი რომ გაიაროს ადამიანმა, მტვრითაა სავსე. ყოველ ნაბიჯზე იამკებია.
მეტროში და მარშუტკებში კი ისეთი ჯეჯგვაა, მეც ტანსაცმელშემოხეული გამოვდივარ-ხოლმე ლამის
This post has been edited by arasblut on 7 Dec 2018, 04:35