კი

ძაან საჭირო თვისებაა ეგ.
მე არ მაქვს.
სამწუხაროდ.
თუ გამოდის რაც მინდა ხო კაი, თუ არადა მაგის დედაც ვატირე, მკიდია/ვიკიდებ.
რაც არასწორია წარმატებული ხალხის შეგონებებს თუ დავუჯერებთ.
არასოდეს დანებდეო, რო ამბობენ.
მე სხვანაირად ვარ მოწყობილი, რაღაცეებისთვის ბრძოლა მეგოიმება.
სასათბურე პირობებში ვიზრდებოდი და დათვური სამსახური გამიწია მაგან.
არასდროს არაფრის დამტკიცება არ მჭირდებოდა.
ეხლაც მკიდია და არ ვამტკიცებ არაფერს.
უბრალოდ დამწია უკან მაგან.
პიროვნულად არა ოღონდ.
კარიერული წარმატების თვალსაზრისით.
თუმცა რო ვფიქრობ ხოლმე, არაა კარიერული წარატება ცხოვრებაში მთავარი.
ადრე თუ გვიან დაგრჩება ყველაფერი ოხრად.
ვიღაცისთვის არის.
ჩემთვის მთავარია ისე ცხოვრება, როგორც მინდა, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
რაღაცის მისაღწევად რაღაცაზე ჩალიჩი ან რაღაცის დათმობა ჩემი თავის პატივისცემას დამაკარგვინებს.
უნდა იცხოვრო ისე, როგორც გინდა.
უნდა აკეთო ის, რაც გინდა.
დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო.
სხვა რაღაცეებისთვის ძაან მოკლეა ცხოვრება.
მოკლეა იმისთვის, რომ 10 წლიან დისერტაციებზე იმუშაო, 20 წლიან ბიზნესგეგმას მიყვე გრაფიკის დაურღვევლად და ა.შ...
ესაა ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე.
ხოგი შვილებისთვის აკეთებს ამას, მომავალი რომ შეუქმნას.
რატომ?
თვითონ შექმნას შვილმა თავისი ცხოვრება.
შენ რატომ უნდა დაუგეგმო და განუხორციელო.
This post has been edited by Frankens†ein on 16 Dec 2018, 13:15