ყველაზე დიდ ტყუილი .
ფსიქოლოგიური მომენტია უბრალოდ შენ ალბათ სულ იმაზე ფიქრობ როდის მორჩები რო შოკოლადები მიიყარო ისევ

შენი სხეულია და უნდა დაიმორჩილო მეტი არაფერი არაა აქ უბრალოდ უბრძანე რომ შოკოლადს აღარ შეჭამს.
უნდა მიიღო სიამოვნება იმით ეხლა რასაც ჭამ ხო კიდე პური ჭამე ოღონდ არა თეთრი პური ან დაბალ ხარისხიანი პური ღერღილი ან რამე ეგეთი.
ხორცი ჭამე ბოსტნეული ხილი ოღონდ ცოტ ცოტა , ორგანიზმი არ აშინმშილო თორემ ისტრესება და ეგრევე დაგროვილ მარაგს შეინახავს და ცხიმებად გადააქცევს.
მე მიყვარს მლაშე ისე როგორც შენ ტკბილი ან მე მარილი მიყვარს და შენ შაქარი.
ხოდა იყო ასეთი ექსპერიმენტი როდესაც ჭამ ბევრ მარილს და ყველაფერზე აყრი საჭმელი გეჩვენება უგემური რო ვითომ მარილი აკლია
როგორც კი შეზღუდავ რამოდენიმე დღეში შენი რეცეპტორები უკვე ადაპტირდება და ის რომელიც უგემური გეჩვენებოდა გახდება გემრიელი.
ორი კვირიანი ექსპერიმენტი ჩავატარე და ნამდვილად ესე იყო საჭმელს მარილს არ ვაყრიდი და რამოდენიმე დღეში უმარილო საჭმელი რომელიც
უგემური მეჩვენებოდა გახდა გემრიელი . მაგრამ მარილის ამოღება არ შეიძლება ორგანიზმიდან აუცილებელია აი შაქრის კიდე შეიძლება სრულიად ამოიღო და პირიქით სასარგებლოა ორგანიზმისთვის ჭამე ხილი და იქიდან მიიღებ შაქარს.
შენი წონის ინდექსი გამოთვალე და შეადგინე შკალა რომ ნაკლები კალორიები მიიღო ოღონდ ტანჯვა და შიმშილობა ამოაგდე ტვინიდან.
პირიქით მიიღე ამისგან სიამოვნება რადგან შენი სხეულისთვის კეთდება ეს ყოველივე .
აი ეხლა ხვალ რო ფორუმი დაიხუროს დაახლოებით 1 კვირა დაგვჭირდება ადაპტირება და მერე საერთოდ დაგვავიწყდება და შენი ტვინი აღარ მოგთხოვს
რომ რო ადგები ფორუმზე შეხვიდე და წაიკითხო რა ხდება. ეგრეა ტკბილეულობაზეც უბრალოდ ტვინი უნდა დააჯერო რო ვეღარ ეღირსება ტკბილეულობას. შენ ქვეცნობიერად ფიქრობ რომ დიეტას რომ მორჩები მაინც აუცილებლად შეჭამ ტკბილს და ამაზე რომ ფიქრობ მაგიტომაც არის ტანჯვად რო აღიქმება შენი დიეტა.
This post has been edited by Tengiz@@ on 22 Jan 2019, 14:31