ამდენი ვწერე და მაინც გგონიათ რომ ფულია მთავარი მიზეზი.
ფული ცალკე აღებული რეალურად არაფერს ნიშნავს, ამ ფულის უკან რა დგას ეს არის მთავარი.
კიდევ ერთხელ იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი და თვისებები რომლებიც 90% შემთხვევებში მოჰყვება კომპლექტში კაცს, რომელსაც აქვს უნარი და საქმე/პროფესია რომლითაც შეუძლია კანონიერი გზით გამოიმუშავოს მისი ოჯახისთვის საკმარისი ან საკმარისზე მეტიც და არ ითხოვს ქალისგან სრულ ან თუნდაც ნაწილობრივ მხარდაჭერას ფინანსურ საკითხებში.
1. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე.
2. საკუთარ ოჯახის წევრებზე და მათ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
3. მიზანდასახულობა (მიზნის დასახვის და ამ მიზნამდე მისვლის უნარი).
4. ამბიციურობა.
5. თავდაჯერებულობა.
6. გამბედაობა.
7. თვითდისციპლინა და ორგანიზების უნარი.
ეს თვისებები (მაღალი ალბათობით) ექნება კაცს, რომელიც დღეს ჩვენს რეალობაში ახერხებს რომ გამოიმუშავოს საკმარისი, რადგან ეს ნამდვილად არ არის მარტივი.
იგივე თვისებები სავარაუდოდ არ ექნება კაცს, რომელსაც ოჯახიდან და მამიკოსგან მოჰყვება ფული და არ მიუღწევია იმისთვის რაც აქვს საკუთარი ტვინით და შრომით.
კაცი, რომელიც ფიქრობს საქმეზე, რომელიც სწორად გეგმავს, რომელიც არ წყვეტს ახლის ძიებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის შეიცვალოს საქმიანობის სფერო და არ ეშინია 0დან დაწყების, კაცი რომელსაც აქვს საკმარისი ენერგია და ფერსისთენსი (ქართულად ვერ გავიხსენე) რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ასეთი კაცი არის სანდო ცოლისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ.
არ აქვს მნიშვნელობა ასეთი კაცი გამოიმუშავებს 1000, 2000 თუ 10000 მთავარია არის ის რომ ის იყენებს საკუთარი შესაძლებლობების და უნარების მაქსიმუმს საკუთარი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და პერიოდში და თუ ეს მაქსიმუმი მას არ აკმაყოფილებს, არ ჩერდება, ეძებს ახალს და მიიწევს წინ. ასეთი კაცი არის მებრძოლი, არ ნებდება და არ დანებდება ოჯახისთვის კრიზისულ სიტუაციებში.
კაცი, რომელსაც შეუძლია მშვიდად იყოს დედის, მამის ან ცოლის კმაყოფაზე, თუნდაც იმ პირობით რომ იმდენი აქვს რომ მართლა არ სჭირდება არაფრის კეთება, ასეთ კაცს არ აქვს ის თვისებები რაც დავწერე, რადგან სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ გაჩერდება საქმის გარეშე, მაინც ექნება საქმის კეთების მუღამი.
კაცი, რომელიც მშვიდად ცხოვრობს მინიმალური შემოსავლის პირობებში და არ აქვს სურვილი, ამბიცია და მცდელობა რომ ეს შეცვალოს, თვლის რომ ეს არის მისი მაქსიმუმი და მეტი არ შეუძლია, ასეთი კაცი არ არის მებრძოლი და არ აქვს ის თვისებები რაც აუცილებელია მისი ოჯახის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის.
სხვანაირად როგორ ავხსნა, უბრალოდ არ ვიცი.
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 8 Aug 2019, 12:46