kalistoაი, ყველანაირი ირონიის გარეშე გეტყვი, რომ რაღაცნაირად მეცოდები
ანუ აი, ამხელა კაცი ხარ უკვე, ოჯახი არ გყავს, არ გყოლია. ასაკი გემატება, ჭიქა წყლის მომწოდებელი არ გყავს. შენი ძმაკაცები, რომლებიც შეიძლება ღადაობენ თავიანთ ცოლებზე და აგინებენ, რატომ მოვიყვანეო, მაინც დღის ბოლოს მიდიან ოჯახურ სითბოში და შვილებში, შენ კიდევ ზიხარ ამ მარტოობაში და არაფერი იცვლება.
სევდიანია ძაან.
ახლა თემას რაც შეეხება.
მოდი, შევეშვათ ერთი წამი ეთნოსს.
ადამიანი არის ადამიანი.
ბიოლოგიური არსებაა კაციც და ქალიც.
13-19 წელი არის გარდატეხის ასაკი, რა დროსაც არის ჰორმონების ფრქვევა და ამბები. ნუ, თანდათან ყალიბდება სხეული და გონება, როგორც პიროვნება.
ის არის მითი თითქოს ქალს არ უნდა სექსი, ეგ ზღაპარი არავინ გაჭამოთ. ორივეს სჭირდება, რადგან ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება (ნახე? როგორი შესაფერისი ტერმინი აქვს "ბუნებრივი" მოთხოვნილება, ანუ ეს ბუნებრივია რომ აქვს).
ხოდა აი, რაღაც რომ გინდა და იმისგან წლები თავს იკავებ, ეგ შენი აზრით არ ქმნის პრობლემას?
ეს თან სხეულის დონეზე მიმდინარეობს, ის ხო არაა ახალი კაბის ყიდვას რო აიჩემებ :დ სხეულს უნდა. შენ კი ბატონო, არ ხარ ცხოველი და არ აყვები ასე ბრმად. მაგრამ როდემდე? სადღაც 16-17 წლიდან დაწყებულ მოთხოვნილებას რამდენი წელი გაუმკლავდები?
ამიტომაც ადამიანი იმის გამო გაკიცხო, რომ მას რაღაც უნდა ბუნებრივი ბიოლოგიური არსებობიდან გამომდინარე, რამდენად სწორია?
ამიტომაც იცი რატომ წერენ ქალიშვილებზე სიბინძურეებს აკეთებენო? ზუსტად ამის გამო, რომ რაღაც რომ უნდა წლები და იმ ფორმით ვერ/არ აკეთებს რაც ბუნებრივია მერე ამ სურვილებს იშობს სკვერებში ბიჭებთან რაღაც მაიმუნობებით, ან კიდევ უარესი გოგოებთან გაუკუღმართებული ამბებით.
რადგან უნდა რა! რატომ არის ასეთი გაუგებარი თქვენთვის რო უნდა :დდდ
ვერ გაჩერდება ადამიანი 25-30 წლამდე, თუკი რამე სექსუალური დარღვევა არ აქვს, რომ არავის მოეფეროს და არავინ მოეფეროს. ეს არის ფაქტი.
ეძახე ახლა შვაბრა, ბოზი, კუზიანი, იდიოტი და რაც გინდა. ეს შეცვლის იმ ფაქტს რომ მას სჭირდება სექსი?
არ შეცვლის.
და ამის გამო ვიღებთ რას ? 25წლის ქალიშვილებს, რომლებიც სხვა გზებით იკმაყოფილებენ სურვილებს.
ან კიდევ 20 წლამდე გოგონებს, რომელიც პირველივე ვიზეც სურვილს იგრძნობს დგება და თხოვდება, რადგან ვნება სიყვარული ჰგონია და ა.შ.
ეს ცხადია დროთა განმავლობაში გადის და ისევ მივდივართ სად? გაშორებულ-განათხოვარ 30 წლამდე გოგოებამდე, რომლებიც ისევ მიუღებელნი არიან საზოგადოებისთვის.
ახლა ამოცანა გვეკითხება.
მითხარი იდეალური გამოსავალი, რომელიც თან ქალიშვილობას მოიცავს, თან დაუკმაყოფილებლობა არ იქნება და ნევროზი და თან 20 წლის ასაკში შექმნილი დასანგრევად განწირული ოჯახი არ იქნება.
თუკი არსებობს ასეთი რამე, გისმენ
აი, ძალიან პრაგმატულად, ზედმეტი კლიშეების გარეშე აგიხსენი სიტუაცია.