მამიდაჩემს ქმარი გარდაეცვალა
ყველამ იცოდა გარშემო რო დაგულაობდა
მამიდაჩემიც ხვდებოდა ალბათ, ზოგჯერ ხუმრობით უთქვია, თაზო სახლში არ არის, ნაშებშია ალბათო

გასვენების დროს, დაატირა, ამნაირი ადამიანი არ არსებობსო, ამისთანა უღალატო, ერთგული და მოსიყვარულე, ყოველთვის გვერდით იყო და ოჯახი , ცოლ-შვილი ყველაზე მეტად უყვარდაო, 4 შვილი დარჩათ, 3 გოგო და ერთი ბიჭი, 2 შვილიშვილსაც მოესწრო საწყალი
მართალიც იყო, თაზო მაგარი კაცი იყო
ერთობოდა, არ იკლებდა არაფერს, კაიფობდა კიდევაც
მაგრამ როცა კი საჭირო იყო, ჯერ ცოლ-შვილი...
ძალიან უყვარდათ
და ის გართობა არავის არ წამოუძახებია ღალატში
იმიტომ რომ მართლა ერთგული და უღალატო იყო
გართობა და ღალატი რომ სხვადასხვა რამეა, ეს ყველამ უნდა იცოდეს
ბუნებით იყო ერთგული
და მარტო ოჯახის არა, ყველგან ესეთი იყო