საშიში რამეა, ეგრე ერთი ჩემი ნაცნობი მოწამლეს დაქალებმა. კინაღამ მიქელამ მიიბარა. ვაფშემც სად რა კასიაკს დაუშვებს კაცი, ძნელი გასათვლელია და რაც ნაკლებს ფიქრობ შედეგებზე, მით უკეთესი. ნუ, ხანდიხან შედეგი შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს, მარა წინასწარ რო ვიცოდე რა პრაკოლს დავუშვებ და სად წავიქცევი, ხო ნამჯას დავყრიდი იმ ადგილზე. აგერ, ჰა, ერთი კვირის წინ იაროსლავში წავედი ე.წ. "დიომინის სათხილამურო მარათონზე", რუსული დღესასწაული "მასლენიცას" ფარგლებში. ჩვენ ღონისძიების სპონსორები ვართ და დირექტორმა: წადი აბა, შეხედე ჩვენს მაყუთს რაში ხარჯავენო. ეხა, მე, ვითომ ძაან მადარდებს რაში ხარჯავენ მაყუთს ქურდი ჩინოვნიკები, მარა დირექტორს დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი:
ჰო - მეთქი, შესამოწმებელი არიან, მარტო შარშან მილიონ-ნახევარი მოიპარეს მაგ მამაძაღლებმა. წავალ-მეთქი, ოღონდ იულიას თან წავიყვან, თორე სადა მაქვს მე პროტოკოლების წერის ნერვები. დირექტომა რაღაცნაირი დეზლი ირონიით გადმომხედა: იულია კია არა, გინდა მთელი KS -ის განყოფილება თან წაგიყვანია, მაინც შაბათ-კვირაზე მოდისო. გულში ვფიქრობ: ეს კარგი აზრია, კიდევ ოთხი ქალი, მარა დირექტორს ვეუბნები, რა ამბობ, ნიკალაევიჩ, როგორც მინიმუმ პარასკევ დილით უნდა წავიდე, რო კანტორაში ვინმეს მივუსწრო და "მეროპრიატიის" სმეტებს გადავხედო, თორე შაბათ-კვირას ისეთი ღრეობა იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ვის ეცლება ქაღალდების საქექად? კაი, მაშინ მარტო იულიას გაგტანო!

დავურეკე ძმაკაცს იაროსლავში: ხუთშაბათს, საღამოს 8-9 საათისთვის მანდა ვარ. მთელი კოტეჯი მინდა, შაბათს, დილით, კიდევ ოთხი კაცი(в смысле-ქალი) შემოგვიერთდება-მეთქი. იმან: "ფიჭვი"(კოტეჯის სახელია) გეყოფათო? "ცაცხვი" სჯობდა, მარა ჯანდაბს, "ფიჭვი" იყოს...
ბევრი რო არ გავაგრძელო, გამომეღვიძა შაბათს დილით კოტეჯის მანსარდაში. ფანჯარაში მზე ისე აცხუნებს სოჩაში გეგონება თავი. საათს დავხედე: ლამის თერთმეტია უკვე, დანარჩენი ხალხი უკვე აქ უნდა იყოს, მარა ჩამიჩუმი არ ისმის. წამოვხტი ზეზე და ტელეფონს ვეძებ. ვერ ვნახე. გასულ საღამოს სად დავაგდე აღარ მახსოვს. იქვე ტუმბაზე იულიას ტელეფონი დევს, წავავლე ხელი, მარა შენც არ მამიკვდე: თითის ანაბეჭდით იქოქება. ვანჯღრევ მძინარე იულიას, ადე-მეთქი, დედაკაცო, ტელეფონი დამიქოქე. ადგომის მაგივრად, უფრო ღრმად შეძვრა საბნის ქვეშ. ადე, რო გელეაპარაკები, თორე ჩავალ ეზოში, ამოვიტან ერთ ვედრო თოვლს და გამაკაჟებელ აბაზანას მიგაღებინებ! მუქარამ იმოქმედა: დამიქოქა ტელეფონი და ისევ მოწყვეტით დაეცა ლოგინზე. დავრეკე: სად ხართ, ხო მშვიდობაა-მეთქი. კი, ნუ ნერვიულობ, მალე ვიქნებითო, მიპასუხეს. ამასობაში, იულიაც მოვიდა აზრზე. მე ტელეფონი დავუბრუნე და ვთხოვე ჩემს ნომერზე დაერეკა და ტელეფონი ეპოვნა. მე წავალ ჩაის დავდგამ - მეთქი. ჩავედი სამზარეულოში და ორ წუთში თვალებანთებული, სასტიკად განრისხებული, იულიაც ჩამომყვა: ცალ ხელში უჭირავს თავისი ტელეფონი, მეორეში - ჩემი. ჩემი ტელეფონი გააფთრებული რეკავს არამ ხაჩატურიანის ავის მომასწავებელი მელოდიით, ხოლო ეკრანზე აწერია: "დროზოფილა"......

შავი დღე მაყარა "დროზოფილაზე". მე თავი ვიმართლე, ეგერ, დანილას ცოლი რო ურეკავს, იმას ეკრანი "პეპელას" უნთებს და, რა, ცოლმა შურაცხყოფად უნდა მიიღოს და გაეყაროს-მეთქი? ვინ გაგიგონა, კინაღამ უკან გამომექცა...
This post has been edited by Buntaro on 9 Mar 2019, 12:49
სტუფიდ ჩეხ რეპაბლიკ, შოუ მი იორ ხუი, იორ ლეხ ვალენსა, შოუ მე მანი (ფულს წაგლიჯავთ ხელიდან) სექს ვონტ? ხომ და სექს იორ ფაზერ, მაზერ, სისტერ, ბრაზერ, თიჩერ. დეგენერატ, ჯორჯია ვუმენ დონტ ბაი. კოკოიტი ფანდარასტ.(C)masha
ყლეზე მკიდია გრამატიკა©gramatikikina