რამდენი კარგი, ლამაზი გოგო შემხვედრია, მინახია, დავკონტაქტებივარ, მარა არანაირი სექსუალური ლტოლვა-სურვილი არც უცებ და არც მერე არ გამჩენია მათი 80-90%-ის მიმართ (და დაოჯახებისას ეს 99-100%-ამდე ადის/უნდა ადიოდეს)... უყურებ მათ, როგორც უბრალოდ ლამაზ, სასიამოვნო ვიზუალის მქონე ადამიანებს და მეტი არაფერი... და ასეა ეს მამრთა აბსოლუტურ უმრავლესობაში... გინდ შინაგანი ბიომორალური ცენზურა, გინდ საზოგადო თვითკონტროლი და გინდ გათავისებული პასუხისმგებლობის აუცილებელი სტანდარტი დაარქვი ამას, მაგრამ ამის გარეშე საერთოდ ყველა ოჯახები დაინგრეოდა ღალატით და ოჯახის ინსტიტუტი საერთოდ აღარ იარსებებდა, რაოდენ ლამაზცოლიანიც არ უნდა ყოფილიყო ის ქმრისთვის და ლამაზქმრიანი _ ცოლისთვის...
პ.ს. დიდად სამწუხაროდ, ამჯერად ამ პოსტში ძაან ვუღალატეთ მე და მმდ-ემ ჩვენს ფუნდამენტურ მურთაზოსაწყისებს და დიდი დემოკრატიული იმედია, რომ ამ ერთხელ (ვფიცავთ საკუხნე მაყვალეთს მთელსას, რომ მეტი აღარ მოხდება ეს) დიდსულივნად გვაპატიებს და შეგვინდობს ამას ჩვენი ღრმადპატივცემული ფორუმ-ფემინეთი...
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...