რა კარგია ბავშვობის გახსენება

რაღაცნაირად სევდა მომერია და...თუ თავს არ მოგაბეზრებთ დავწერ...სკოლაში მართლა არავინ მყვარებია, სწავლა და სწავლა...მარტო იმას ვფიქრობდი მესწავლა, მერე სტუდენტი გავმხდარიყავი, მემუშავა და მანქანა მეყიდა

ვოცნებობდი ამ ყველაფერზე...გავიდა სკოლის დამთავრებიდან 10 წელი..შევიკრიბეთ კლასი ბანკეტზე და იქ გამომიტყდა კლასელი სიმპატიებში..სკოლის დამთავრების შემდეგ, თურმე მწერდა მესიჯებს, მაგრამ უმისამართოდ..რაც მას ქონდა ჩაწერილი, მე ის ნომერი აღარ მქონდა..მოკლედ ესე.შემოგვეპარა სიყვარული ამდენი წლის შემდეგ.. გავიხსენეთ ბევშვობაც, სკოლაც...მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ 1-წელი ძლივს გასტანა ამ ლამაზმა პერიოდმა...შემრჩა მხოლოდ გულის ტკივილი

და მოგონებები....