holden kolpildiგოგო, ძალიან მარტივია, ერთს რომ დაამუღამებ, მერე წყალივით მიდის. აი, უყურე:
მზე- არის შენი ცნობიერი.
მთვარე- შენი ქვეცნობიერია, შინგანი სამყაროა, რომელსაც არ აჩვენებ ყველას.
მერკური- აზროვნების ფორმაა.
ვენერა -სასიყვარულო ფრონტს განაგებს.
მარსი- ცხოვრებისეულ ენერგიას.
იუპიტერი- იღბალია.
სატურნი- შეზღუდვების და აკრძალვების სფეროა.
ურანი- მოულოდნელი ცვლილებების მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს.
ნეპტუნი- შენი ინტუიცია, ღრმა ქვეცნობიერი.
პლუტონი- ხალხის მიმართ დამოკიდებულება.
მერე სახლები, სინესტრიები და ა.შ. მოდის მაგეებში ჯერ ვერ გავერკვიე

P.S. ჩემი ფილოსოფიის ლექტორი რომ ხედავდეს რეებს ვწერ, ყველა საგანს შემტენიდა და ხარისხს ჩამომართმევდა

სულ მთვარე მორიელის ბრალია, იმას იზიდავს ეს მისტიკა და ფსევდო მეცნიერებები

თორემ ვერძი ურწმუნო თომა მყავს.
P.P.S.შენ რომ იცოდე ტაროს კარტს როგორ ვშლი, ჩემთან ყავას დიდი ხნის წინ დალევდი