სხვა ყველაფერი ჭკნება დროსთან ერთად.
თუ "ახლა და აქ" გინდა ადამიანთან ურთიერთობა, მაშინ არც აქვს ალბათ მნიშვნელობა ამას. წარმავალ რაღაცებზე მახვილდება ყურადღება.
მაგრამ როცა გიყვარს, შანსი არ არის, არ იფიქრო უსასრულობის გატარებაზე ამ ადამიანთან..
და როცა ფიქრობ, ხვდები, რა უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც სამუდამოდ მიგაჯაჭვებს მასთან. სულ მიგიზიდავს.
ფული, გარეგნობა, სექსი წარმავალია.
პიროვნება კი არა.
სულ რომ შეეცვალოს რაღაც თვისებები, პიროვნება იგივე რჩება.
ხოდა ნახე

ჩემი რომ დავარქვა ადამიანს და მერე დასტოინად მოქცევა მივთხოვო, ხომ უნდა მიყვარდეს ისე, რომ უსასრულობის გატარება წარმოვიდგინო მასთან?
და რანაირად წარმოვიდგენ, თუ ისეთი რაღაც არ მიზიდავს მასში, რაც ფუნდამენტური და უცვლელია????
ჰა????????
თითოეული ადამიანი ხომ ერთი მთელი სამყაროა.
და მას რომ ხედავ, როგორც სამყაროს,
ლოლის ჩემპიონივით კოსმოსურ სამყაროს, თავისი
ბნელი მატერიით, ნებულით, შავი ხვრელებით, სუპერნოვებით
ვარსკვლავური მტვერით... :ორერა3:
ყოველ ჯერზე რაღაც ახალს პოულობ და მაინც უცვლელია პიროვნება...როგორ არ უნდა აღფრთოვანდე?
ამაზე მეტად, რამ უნდა მიგიზიდოს?