Kaifistkaსანამ შენს ტყავზე არ გამოცდი, სხვა ვერ აგიხსნის ზუსტად))
იმდენად შეგცვლის და შეგიცვლის საერთოდ ყველაფერს, გამოშტერდები.
გააჩნია რამდენად მდგრადი ხარ ემოციურად და მომზადებული ამ სიახლისთვის.
ადვილი არ არის, თან მითუმეტეს დამხმარეს გარეშე მაგრამ დაძლევადია))) დაღლას მისი ერთი გაღიმება დაგავიწყებს.
პარტნიორმაც რათქმაუნდა ყოველდღიურ რუტინაში უნდა მიიღოს მონაწილეობა სახლის დალაგება იქნება, საჭმელი თუ ბავშვზე ზრუნვა.
მაგრამ დამიჯერე, ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ შენს ცხოვრებაში. როგორც ქალი, სრულყოფილად იგრძნობ თავს, მოგეცემა უფრო მეტი სტიმული, ჟინი ცხოვრების. იქნები ძაან ამაყი, რო ახალი სიცოცხლე მოავლინე ამ ქვეყნად. გადაეწყობი მის რეჟიმზე, ტუალეტში ივლით ერთად (იფიქრებ ეხა scheiße) :დდ მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აი ძაან იკაიფებ.
მე კიტას მინიმუმ 2 წლიდან ვფიქრობ, არ მემეტება ჯერ) ვერავის ვანდობ.
სასათბურე პირობები მომეწონა))) მართლა ეგრეა აქ, მარტოხელაც რო დარჩეს ქალი არ წარმოადგენს პრობლემას.
თავიდან მაინც საჭიროა დრო, ბავშვამდე. მერე რო მოღლით :დდ ერთმანეთს, თავისთავად მოდის ახალი ეტაპის სურვილი. ძველი ცხოვრება არც გაგახსენდება, სულ რაღაც გიტრიალებს თავში, მოსვენება არ გაქვს, თავიდან მშობიარობა, ლაქტაცია, ჯანმრთელობა, აცრები, პირველი სიტყვა პირველი ნაბიჯი. აუ იმდენი რაღაცაა დღეები შემიძლია ვწერო:დდ
ასე რომ მოკლედ, დაგეგვმა არა, მოქმედება უნდა.
Ich wünsche dir viel Glück