#62310843 · 12 Oct 2025, 14:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პიკაპის სტანდარტიზება რო მოახდინეს ე.წ. გურუებმა, მაგან გამოიწვია ის, რო საქრინჯავი თემა გახადა ბიჭის მხრიდან გოგოების აქტიური მონადირება ე.წ. მდელოზე გასვლით. რეალურად კი, ე.წ. პიკაპი ყოველთვის არსებობდა, ოღონდ იმ აუტისტურ ჭრილში არ იყო მოქცეული, რა ჭრილშიც მოაქციეს მაგ გურუებმა, ლამის მათემატიკური სიზუსტის თეორიები რო დაწერეს თუ რა როდის და როგორ უნდა თქვა, მოიქცე და ა.შ.
ბუნებრივად უნდა მოხდეს ყველაფერი და არ უნდა ეტყობოდეს კაცს, რო რაღაც წესების მიხედვით მოქმედებს და ლამის ჯიბის წიგნაკი რო უნდა ამოიღოს მომენტებში რო ჩაიხედოს ინსტრუქციების გასამეორებლად. ნუ, იდეაში ეს პიკაპის თემა ისევ და ისევ ფულის საკეთებლად მოიგონეს წარუმატებელ კაცებზე გასასაღებლად კურსების სახით.
რეალურად კი ძალიან მარტივია საქმე, ამჩნევ რო შემოგხედეს, გაგიღიმეს და დადებითად არიან განწყობილი შენს მიმართ, მხოლოდ ამის შემდეგ დგამ ნაბიჯებს და მხოლოდ ბუნებრივად და თავდაჯერებულად და არა რაღაც ალგორითმების მიხედვით, რასაც ატენიან ეგ გურუები ნიუდაჩნიკებს რო აი ესე იზამ და გამოგივაო - რო აბოლებენ და ამაში მაყუთს ახდევინებენ ზემოდან დაჟე. :ფაცეპალმ:
მე მქონია ისეთი შემთხვევები, რო გოგოს აქეთ უცდია აპიკაპება ასე ვთქვათ, ანუ აქეთ მოსულა გასაცნობად. ეს იშვიათად ხდება რა თქმა უნდა და გოგოს ღვერებიანობის ხარისხზეა დამოკიდებული, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ქალი იავნად განიშნებს რო არაა გულგრილი რო მიხვიდე და გაესაუბრო. ამას იზამს სხეულის ენის დემონსტრირებით შენს მიმართ, ღიმილით, დიალოგში შესვლის გამარტივებით თუ კითხე რამე და ა.შ.
ასე რომ, პიკაპის თემის ერთადერთი დანიშნულება ბუხართან მჯდომი კაცის მოგონებების წერა თუ იქნება, რო გაუზიაროს სხვებს თუ როგორ ყრიდა / ყრის ნაშებს ნალევა ი ნაპრავა. ეგ ის თემაა დაახლოებით, ბიძა-ბაბუების თაობა რო იხსენებს ხოლმე რუსეთში გრიალის ამბებს და თვალებგაბადრული რო ყვება როგორი კაი იყო ახალგაზრდობაში.
სხვისი გამოცდილებების მოსმენით შენ პირადად ვერაფერს ისწავლი ან იზამ, იმიტომ რომ მზა რეცეპტი არ არსებობს ეგ ერთი და რომც კოპი-პასტა გააკეთო და ზუსტად ისე ქნა როგორც ის სხვები აკეთებენ, მაინც არაფერი გამოვიდეს შეიძლება, რადგანაც ყველას გამოცდილება ინდივიდუალურია, ისევე როგორც ყველას მონაცემები და სქილები, რაც დიდწილად განაპირობებს წარმატებას ამ საკითხში.
|