[QUOTE]მოგესალმებით თანაფორუმელებო! სიმართლე გითხრათ, ვყოყმანობდი გამეხსნა, თუ არა თემა, რათგან,მე არ გახლავართ პიკაპმასტერი და არც ვაპირებ კლასიკური პიკაპით დაკავებას,და ასევე, რათგან ამ თემის სულის ჩამდგმელი და ავტორი სამუდამოდ წავიდა ფორუმიდან,ვფიქრობდი რამდენად
მართებული იქნებოდა,უფრო სწორად,ექნებოდა აზრი- მის გარეშე თემას ეარსება. მაგრამ მიუხედავად ზემოდ ჩამოთვლილი მიზეზებისა,როგორც ხედავთ, საბოლოოდ,მაინც გავხსენი.
სანამ ძირითად საკითხზე გადავალ,მინდა ჩემზე ვთქვა ორიოდე სიტყვა და ასევე თემის ავტორზე.
მოკლედ,რასაც ახლა დავწერე ცოტათი სხვებსაც დაეხმარება,რათგან იმაზე ვისაუბრებ,რა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე ამ თემამ და რაში დამეხმარა პირადათ მე.
თუ სწორად მახსოვს2016წელი იყო,როდესაც ამ თემაში პირველად დავპოსტე და აზრზე არ ვიყავი,რაზე საუბრობდენ აქ ხალხი და საერთოდ თემის არსი რა იყო.
მახსოვს იუზერმა თეამ მითხრა: მაპიკაპებო? თავიდან რაც დამარტყა თავში პიკაპი ხომ მანქანა და დაპიკაპება რას ნიშნავს-თქო ? შემდეგ ცოტა,როდესაც წავიკითხე პოსტები,მივხვდი რაზეც მიდიოდა მსჯელობა.
ცნობის მოყვარე ვარ და სწორედ ამიტომ დავინტერესდი და მერე რაც მოხდა ყველას გაოცების რა გითხრათ,მაგრამ ჩემთვის ნამდვილად სულ სხვა სამყარო გადაიშალა თვალწინ...
ამ თემის გაცნობამდე ვერ ვიტყვი,რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არ გამომდიოდა,სკოლის პერიოდში პოპულარული ტიპი ვიყავი გოგოებში,რაც განპიროვნებული იყო იმით რომ დიდი ფანტაზის უნარი მქონდა და მაქვს,ასევე ორიგინალური ვარ და ყურადღებიან,და იქედან გამომდინარე რომ ლიტერატურა მიყვარს,სასაუბრო თემას ყოველთვის ვნახულობდი გოგოებთან,თუმცა მაჩო ან ძაან მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ.
დამიგროვდა საკმაოდ ნორმალური გამოცდილება,როგორც სექსუალური, ისე ურთიერთობების მხრივ,თუმცა პიკაპ თემის გაცნობის შემდეგ აფსოლიტურად
სხვა თვალით შევხედე ყველაფერს და ჩემი შეცდომებიც ძალიან კარგად დავინახე. სწორედ პიკაპის თემის დამსახურებაა,რომ ჩემი ორი ყოფილი მოვიშორე თავიდან,რომლებთან ურთიერთობა ძალიან ბევრ ენერგიას მართმევდა და ამავე დროს არაფრის მომცემი იყო ჩემთვის.
ამ თემის შესახებ ალბათ ვერც ვერაფერს გავიგებდი,რომ არა იუზერი სნეგირი,რომელიც გახლავთ თემის ავტორი.
რა შეიძლება ამ ადამიანზე ითქვას: ჭკვიანი და ახალგაზრდა კაცია,რომელიც
მუდამ სიახლის ძიებაშია და მიღებული ცოდნის გაზიარებაც არ ეზარება...
მიუხედავად იმისა რომ ბოლოს ცოტა აგვერია ჩვენ ურთიერთობა მადლობელი ვარ მისი,რაღაც რჩევები,მომცა და უანგაროდ დამეხმარა. ასევე-ეს თემა მის გარეშე ცოტა ნიტო იქნება და ყოვლეგვრი ფამილიარობის გარეშე ქმ-ელის განყსაც დააკლდება და არა მარტო ქმ. თუმცა,მთავარი ის არის,რომ ცოცხალია და იმედია კარგად არის,თუ გადაიფიქრებს და დაბრუნდება გულით ვამბობ გამიხარდება. ვუსურვებ წარმატებებს!!!
ახლა გადავდეთ თემაზე და პირველ რიგში გავიგოთ რა არის პიკაპი,ამას თემის ავტორი სნეგირი გეტყვით,უფრო სწორად,მისი პოსტი უკეთ აგიხსნით.
[QUOTE]ახლა გადავდეთ თემაზე [/QUOTE]
ჯიმ"მორისონიკიდე ცოტაც რომ გეწერა საკუთარი თავის შესახებ უკეთესი იქნებოდა ბრად
This post has been edited by siml11 on 30 Jul 2019, 12:42