LAUREL CANYONმთავარი მოქმედი პერსონაჟები:
სემი - კრისტიან ბეილი.
ალექსი - კეიტ ბეკინსეილი.
ჯეინი - ფრენსის მაკდორმანდი.
იანი - ალესანდრო ნივოლა.
სარა - ნატაშა მაქელჰოუნი.
პერსონაჟების ბექგრაუნდი:
სემი გაიზარდა არასრულყოფილ ოჯახში და დედამისის, ანუ სარას ცხოვრებისეულ ქაოსურ ვითარებაში, რამაც თავისი დაღი დაასვა ბავშვობიდანვე. მას სრცხვენოდა და სძულდა ყოველივე ეს და სურდა არაფერი საერთო არ ჰქონოდა ამასთან, ამიტომაც გონებაში მას წარმოდგენილი ჰქონდა რაღაც ფორმა (იმიჯი), რომელსაც უნდა დამსგავსებოდა.
ალექსი წარმოადგენს ტიპური საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენლების ნაშიერს, რომელიც იზრდებოდა და შესაბამისად იქცეოდა ისე, როგორც მისგან ელოდნენ.
პირველ რიგში, თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ფილმში სულ ორად ორი ცხოვრების აზრზე მოსული პერსონაჟია. ესენი არიან ჯეინი და სარა. დანარჩენები უბრალოდ ბავშვები არიან მათთან შედარებით და ამ ორის და დანარჩენების დონეებს შორის, შეიძლება ითქვას უფსკრულია. ჯეინსაც და სარასაც უკვე ბევრ ისეთ კითხვაზე აქვთ ნაპოვნი პასუხი, რასაც დანარჩენები, განსაკუთრებით სემი და ალექსი მხოლოდ სვამენ და იმასაც დიდი შიშითა და მოწიწებით, რადგან ამ კითხვებზე მოსალოდნელი პასუხები ინტუიციურად უკვე აშინებთ. ფილმის მთელი იდეა, იმაშია, რომ ერთის მხრივ სემი და მეორეს მხრივ ალექსი, ახალ ადგილას გადმოსვლით ხვდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ თამაშობობენ და რეალურები არიან. სემს ეს დედამისის სახით, რა თქმა უნდა, აღიზიანებს თავისი ბავშვობის კომპლექსებიდან გამომდინარე, ანუ მას არ სურს ადამიანის მანკიერი მხარეების "თავისიანებში" დანახვა და ყოველმხრივ გაურბის ამას, თუმცა კი თავისთავშიც ეჯახება ამას. ალექსისთვის კი ასეთი საზოგადოება ერთგვარი შოკიც კია, იმ ყველაფერის შემდეგ, თუ სად და როგორ იზრდებოდა და ასეთი გულწრფელობა და პირდაპირობა არ შეიძლებოდა მისთვის მიმზიდველი არ გამხდარიყო, მითუმეტეს მისი პარტნიორის ფონზე, რომელიც თავისივე შემქნილ ხატს ამოფარებული ცდილობდა ცხოვრებას. ამიტომაც მათი ამ სახლში შესვლის მომენტიდანვე ცხადი იყო თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. რასაც ჯეინი ყოველივე ამას მშვენივრად ხვდებოდა და არც უშლიდა ხელს იმ მომენტამდე სანამ ყველაფერი შეიძლებოდა ზღვარს გადასულიყო.
ალბათ მთავარი კითხვა ის არის, თუ რატომ გაიხედეს სემმაც და ალექსმაც "გვერდზე" და გარდაუვალი იყო თუ არა ეს? კითხვის პირველ ნაწილზე პრინციპში ნაწილობრივ ზემოთ უკვე გავეცი პასუხი, მაგრამ უფრო დავაკონკრეტებ, რომ ორივე მაგ სახლში გადმოსვლამდე სემი ნებით, ხოლო ალექსი უნებლიეთ, იყო ყალბი თავისთავთან და ზუსტად გადმოსვლის შემდეგ მათ მიერ გაცნობილი ადამინების "დახმარებით" მოხდა ამ სიყალბის ზედაპირზე ამოსვლა და თავისებური უარყოფა. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შეიძლებოდა თუ არა ყოველივე ამის თავიდან აცილება, პასუხი დადებითია. სემიც და ალექსიც რომ რეალურები ყოფილიყვნენ ერთმანეთთან არც ერთს და არც მეორე დიდი ალბათობით არ გაუჩნდებოდა "გვერდზე" გახედვის მოთხოვნა (და არა სურვილი), გასნაკუთრებით ეს არ გაუჩნდებოდა ალექსს.
კიდევ რამდენიმე მიმართულებით შეიძლება ამ ფილმის განხილვა, მაგრამ მთავარზე ვკონცენტრირდი და რაც შეიძლება მოკლედ, რადგან ზარმაცი ვარ და წერა მეზარება. თუ რამე კითხვები იქნება, აუცილებლად ვუპასუხებ.