ეხ, სად წავიდა ჩვენი სნეგირი
საინტერესო რაღაცებს წერდა პიქაპზე
როგორი პოპულარული იყო ეს თემა და ზოგადად ქალი და მამაკაცის განყოფილება ერთ დროს.
რამდენი ოჯახი შეიქმნა ამ განყოფილების წყალობით და რამდენმა ადამიანმა მოახერხა ქალი და მამაკაცის ურთიერთობებში გარკვევა.
ამ განყოფილებაში პირველად ფეხი 2016 წელს შემოვდგი და ძალიან პოზიტიური მოგონებები დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში.
ძალიან მწყდება გული რომ გაქრობის პირას არის.
ჩემთვის ეს განყი ორი იუზერთან ასოცირდება, ესენი არიან -სნეგირი და სალამანდრა.

ქალი და მამაკაცის hall of fame შესაყვანი იუზერები.
თავიდან ამ თემის არსი ვერ გავიგე. მეგონა თავისუფალი თემა იყო, როგორიც "ღამის საუბრები" გახლდათ.
რა ჯანდაბიზა ჰქვია პიქაფი-მეთქი გავიფიქრე

შემდეგ გავერკვიე თემაში და ცნობისმოყვარეობის გამო წავიკთხე რამოდენიმე წიგნი და ვუყურე რსდ ვიდეოებს.
მოკლედ, პიქაფერი არ გამხდარვარ, რადგან ქალების თემა იმდენა არ მაინტერესებს დიდი დრო რომ დავუთმო, თუმცა გულწფელად ვამბობ ძალიან დამეხმარა აქ მიღებული ცოდნა. ალბათ სნეგირს რომ არ გაეხსნა ეს თემა, ვერასოდეს გავიგებდი პიქაფის არსებობის შესახებ
ბევრი დასცინოდა ამ თემას, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, ძალიან სასარგებლო თემაა და გამოგადგებათ არა მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვინც აპირებთ პიქაფით დაკავებას. მაგალითად, ისეთებსაც წაადგება ოჯახის შექმნას რომ აპირებენ ან უკვე იმყოფებიან ქორწინებაში.
მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სნეგირს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ურთიერთობა არ გადაზრდილა მეგობრობაში და არის რაღაცები რაც არ მომწონს მასში, ყოველგვარი ფამილიარობის გარეშე ლეგენდა ეს კაცი ამ განოყფილების და ზოგადად ფორუმის. მე პირადად ძალიან დამეხმარა ეს თემა, როგორც თავში აღვნიშნე და ასევე მისი ზოგიერთი პოსტი. პირადშიც ერთი-ორჯელ სრულიად უანგაროდ გამიწია დახმარება.
მოკლედ, მე მადლიერი ვარ მისი და დარწყმუნებული ვარ მარტო მე არ ვარ ისეთი ვისაც სნეგირმა გაუწია დახმარება.
იმედი მაქვს კარგად არის და წარმატებებს მიაღწევს. ჭკვიანი ბიჭია აშკარად.
ასევე ჩვენ ლეგენდა თედოუსაც მადლობა <3
მაგარი კაცია თედო!
სხვათა შორის თედოსაც აქვს დადებული სასარგებლო რესურსები <3
იმედია იშოვის სამსახურს და ერთ დღეს მაგარი ნაშების გარემოცვაში გაგვეჩითება ჩვენი ლეგენდა თედო