bususuxunaაუ მეც გადავწყდი პირველად რომ წავიკითხე

-------------
მოკლედ რამოდენიმე თვის უკან მქონდა თავბრუსხვევა და საშინელი ხმაური ყურებში და პლიუს ისეთი შეგრძნება რომ ნახევარ ტვინს ვერ ვგრძნობ.
ჯერ მივედი ნერვოლოგთან გადმაიღეს ტომოგრაფია, მერე ჩამიტარეს ლუმბალური პუნქცია რაზეც აქ ვიწუწუნე.
დამისვეს თავის შიდა ქალის წნევის დიაგნოზი მაგრამ ეს სხვაა რასაც ვგრძნობ.
ექიმი ვარაუდობს ვერსტიბულარულ შაკიკს. გამომიწერა წამალი, თუ გიშველა შაკიკიაო.
ხოდა აშკარად არ მIშველა და კიდე თავბრუ მეხვვევა.
დღეს მეტაკა.
ხოდა ჩავუჯექი ახლა ამ სიმპტომებს და თუ ეგ არ არის წერია სხვა რა შეიძლება იყოს და დაემთხვა ყველაზე მეტად Vestibularisparoxysmieმდე. არვიციქ ქართულად რა ქვია.
https://www.neurologienetz.de/fachliches/er...arisparoxysmie/ხოდა მერე სიმპტომებით რაც შეიძლება იყოს ამის გამომწვევი და რაც მემთხვევა ბევრი მივედი გაფანტული სკლეროზის სიმპტომებზე.
და ვაიმე დედა.
უნდა შევწყვიტო გუგლში ესეთების კითხვა.
არადა ჩისტა თეორიულად შეიძლება შაკიკიაო და არა გაფანტული სკლეროზი.
იმდენი რაღაც მაწუხებს კიდევ რომ ამდენ სიმპტომებში ამისი სიმპტომების ცალკე გამორჩევა მიჭირს.
ახლა არვიცი შემდეგ მისვლაზე ნერვოლოგს გამოვუცხადო ჩემს ეჭვებზე და დაჟინებით მოვითხოვო გაფანტული სკლეროზის ტესტები თუ არა.
შეიძლება თეთრი ბილეთი გამომიწეროს სრულიად დამსახურებულად

არვიცოდი სად დამეწერა არ გამიბრაზდეთ.