GeorgeSurgeonკიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა
<<Innamorata>>როგორც კი ეს პოსტი დაწერე ეგრევე წავედი ექიმთან და სავარაუდოდ ეგ არის უბრალოდ წესიერ ექიმთან ვერ მივედი. დავწერ ქვემოთ.
მადლობა ძალიან დიდი.
sabasარ ვარ საქართველოში.
რას შეიცავს ეგ ფხვნილი. ექიმის გარეშე ვიყიდი?
Tipersonგერმანიაში ვარ და არ იყიდება ანტიბიოტიკები ეგრე აქ.
--------------------------------
მოკლედ შობა ახალი წლების გამო ექიმების 99% არის შვებულებაში და მათი ე.წ. პრაქსისები დახურულია 6 იანვრამდე.
არის პრაქსისი რომელიც მუშაობს შაბათ-კვირას მაგრამ ექიმები არიან კონცენტრირებულები მეტი პაციენტი ნაკლებ დროში და გამოკველევებისთვის ბევრი რაღაცაც არ აქვთ.
სახეზე ეხო გადამიღო და ნალექები გაქვსო სახის ძვლებშიო შუბლშიც და დაბლაც ლოყების მხარეს.
მაგრამ ზუსტ გამოკვლევებს რადგან ვერ ჩამიტარებს ამიტომ არ გამომიწერა არაფერი. ერთი ანტიობიოტიკიც კი არ დაუნიშნავს.
მარტო პარაცეტამოლი, ცხვირის სპრეი და სინუს ფორტე რაღაც წამალია რომელიც მანამდე სახლის ექიმმა გამომიწერა ამან ესეც კი არა. ესეც აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება.
მეორედ იმიტომ მივედი ექიმთან რომ ყურები ამტკივდა და საშინელი ტინიტუსი მაქვს ისეთი ხმამაღალია რომ გუშინ ღამე ორი საათი მეძინა ამრტო და ყურები მტკივა.
მგონი რაღაც სინუსიტი რომ მაქვს და არვიცოდი გამიმწვავდა ალბათ და ეს ინფექცია ყურებს მოედო.
სიცხეც მაქვს 38 და არაფერი არ გამოუწერია ქალს. ჩვეულებრივ ყელ-ყურ ცხვირის ექმითან ვერ ჩავეწერები მინიმუმ სამი კვირა და ესე უნდა ვიტანჯო.
იბუპროფენს მტენიდა მანამდე ეს აბი გლუკოზაა აქ, ყველაფერზე ამას როგორ წერენ და ვერ ვსვამ სხვა წამალს რასაც ვსვამ იმასთან არ შეიძლება და პარაცეტამოლიო და არ მიყუჩებს ამ ყურის ტკივილს და 8 ცალი შეგიძლია დღეში დალიოო დამამშვიდა.
მეთქი ეს ხმაური?! და მუსიკას მოუსმინე და ყურადღება გადაიტანეო და ტირილი ამივარდა ეს რომ მითხრა.
ძალიან უსუსურად ვგრძნობ ამ ექიმების ხელში თავს.
თუ ვერ ჩაეწერები კვირეებით ადრე ესე უნდა იტანჯო სახლში.
ამ სისულელის თქმისთვის და ცხვირის წვეთების გამოწერისთის რაც ისეც მქონდა უკვე სახლში ოთხ საათ ნახევარი ველოდე.
თუ ოდესმე დავბრუნდი საქართველოში ამ ექიმების გადამკიდე დავბრუნდები.
ამათი ატანა აღარ მაქვს
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123