ძალიან მიყვარს ეს სურათი.
1996 წელი, პლეხანოვზე ჩამოვისეირნეთ ოჯახმა ფეხით მალაკნებიდან.
სალომეს "ველოდებით".
თეონა იბღვირება, რადგან სათამაშო მანქანიდან ძლივს ამოვდღლიზე.
სხვა ბავშვებსაც უნდოდათ სურათის გადაღება და ეს ვერაფრით ვერ ამომყავდა.
სამაგიერო მუშტაიდის ბაღში კარუსელებზე გადამიხადა.
ორი დღე თავბრუ მეხვეოდა იმდენი "მაკატავა".
ბოლოს ეშმაკის ბორბალზე გავიჭედეთ და კაი ნახევარი საათი ცაში ვიყავით.